კარგი იქნებოდა, ამგვარი ან თუნდაც სხვა შინაარსის, მაგრამ იგივე დანიშნულების ბილბორდები გაჩნდეს გზებზე და მოუწოდოს მძღოლებს სიფრთხილისკენ ბოლო დროს მომრავლებულ ავარიებს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესწილად პრობლემა საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდომა ან სიჩქარის მომატებაა, ან ორივე ერთად. ავტოსაგზაო შემთხვევებს არაერთი მცირეწლოვანიც ეწირება, უფრო ხშირად კი - მათი მშობლები.
ცოტა ხნის წინ მომხდარი მორიგი საშინელი ავტოავარია კიდევ ერთ გაფრთხილებად იქცა საზოგადოებისთვის, რომ სიჩქარის მკვეთრი მომატება სიცოცხლისთვის საშიშია. mshoblebi.ge უერთდება საზოგადოების აქტივობას ამ კუთხით და ამ პატარა მესიჯებით შეახსენებს ადამიანებს, რომ არ იჩქარონ.
ასევე კარგი იქნებოდა, ამგვარი ან თუნდაც სხვა შინაარსის, მაგრამ იგივე დანიშნულების ბილბორდები გაჩნდეს გზებზე და მოუწოდოს მძღოლებს სიფრთხილისკენ.