”იცოცხლე და იბრძოლე, იბრძოლე ჩემთვის, უცხო ადამიანისთვის, რადგან მეშინია ყველაფრის...” ”მე არ მაინტერესებს, ვინ ხარ, არც შენი წოდება მაინტერესებს... მე არ მაინტერესებს, როგორი ჯარისკაცი იყავი... სულ არ მანაღვლებს, როგორ ასრულებდი ბრძანებას... რას ფიქრობდნენ შენზე მეთაურები, როგორ აბარებდი ნორმატივებს... როგორ იჩენდი თავს საველე სწავლებაზე, მე ერთი რამ ვიცი დანამდვილებით... მჭირდები! იცოცხლე და იბრძოლე, იბრძოლე ჩემთვის, უცხო ადამიანისთვის, რადგან მეშინია ყველაფრის... შენ ახლა გძინავს და არ იცი, ჰაერში მსოფლიო ომის სუნი ტრიალებს, ყველა ქვეყანა იბრძვის... ყველგან უბედურება ტრიალებს... შენ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგე... იცი, შეიძლება ფორმა არასდროს ჩაიცვა, მაგრამ ჩემზე კარგად ხომ იცი, რომ ყოფილი ჯარისკაცები არ არსებობენ... შენ მოტივაცია უნდა იყო შენი თანამებრძოლისთვის, უნდა დაანახო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი... უნდა აჯობო სიკვდილს!!!! გესმის? უნდა აჯობო... იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი გვჭირდება ქართველ ქალებს, თქვენ ხომ ყველაზე საიმედო „ხიდი“ ხართ, თქვენ ხომ ნებისმიერ კედელზე „მყარი“ მხრები გაქვთ, ჰოდა ჩვენც „ვეფარებით“ თქვენს მხრებს...
ჩემი, შენი, ჩვენი დროა, ვაჯობოთ სიკვდილს, არ დავუთმოთ ჩვენიანი!!!!”