"ჩემი ცხოვრება ამ დიაგნოზის შემდეგ გადაიქცა რეალურ ცუდ სიზმრად..." "ჩემი სახელია ვიქტორია. ვარ 40 წლის, 4 შესანიშნავი შვილის დედა. მყავს შესანიშნავი ქმარი. 2016 წლის ივლისში დამისვეს ძვლის კიბოს დიაგნოზი (ოსტეოსარკომა). ექიმმა მითხრა, რომ შეიძლება დამჭირდება ფეხის ამპუტაცია. ჩემი ცხოვრება ამ დიაგნოზის შემდეგ გადაიქცა რეალურ ცუდ სიზმრად. დავიწყე ქიმიოთერაპია და ვემზადები ოპერაციისთვის. ოპერაცია უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, თურქეთში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 100.000 დოლარს შეადგენს. ჩვენ ვერასდროს მოვახერხებთ ამ თანხის შეგროვებას და დაფარვას. ეს არის ჩემი ბოლო შანსი, შანსი სიცოცხლისთვის. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მსურს ვიბრძოლო ჩემი 8 წლის პრინცესებისთვის, ჩემი ბიჭებისთვის და შვილიშვილისთვის, რომელიც ოქტომბერში დაიბადება. ეს ნიშნავს, რომ მე ვიქნები ბებია, ყოველი 1 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მინდა, რომ ვიყო ჯანმრთელი, ბედნიერი, სიყვარულით სავსე და არ მინდა შემიწიროს ამ მონსტრმა დაავადებამ". განაგრძეთ კითხვა