ვრცლად მასწავლებლების გამოცდების შედეგები 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.
”ინტერპრესნიუსმა” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
საგნის გამოცდაზე დაწყებითი (I-IV) კლასის 3941 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული. მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 3024, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 31-მა დაძლია.
რაც შეეხება სხვა საგნებს, საგნების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ასეთია: იხილეთ ვრცლად