ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სწავლის დაწყებამდე მოსწავლის ოჯახში განიხილება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სწავლის დაწყებამდე მოსწავლის ოჯახში განიხილება, სახელმძღვანელოებია. ბოლო წლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამ პრობლემას სახელმწიფო უგვარებს, თუმცა ამ დღეებში რამდენიმე მშობელმა ამ ფაქტის გადამოწმება გვთხოვა.
"ამბობენ, რომ წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემენ უფასო სახელმძღვანელოებს. დანარჩენებს ყიდვა მოგიწევთო. სკოლაშიც ვერ გვცემენ ზუსტ პასუხს. ერთი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს, მეორე საჯაროში და ვფიქრობდი, მეორე მეორე ბავშვთან მაინც მოგვარებული მექნებოდა ეს პრობლემა," - ეს გზავნილი მცხეთის რაიონში მცხოვრები მშობლისგან მივიღეთ და ამიტომ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს; აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი უკვე დაბეჭდილია.
მშობლების დაბნეულობა, სავარაუდოდ იმ ინფორმაციამ გამოწვია, რომლის თანახმად წელს კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70001-ზე ნაკლებია; (კერძო სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო არ უზრუნველყოფს უფასო სახელმძღვანელოებით. არც თბილისის მერია გადასცემს მათ უფასოდ მგზავრობის მოსწავლის ბარათს).
წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.
ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.