ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ და თქვენც კმაყოფილი დარჩებით - არ იწვალებთ ხანდახან გვინდა, უცებ გავაკეთოთ რაღაც განსაკუთრებული, ძალიან ბევრი წვალების გარეშე. ისე, რომ გემრიელიც იყოს და განსხვავებულიც. ტორტი-ეკლერის ეს ვარიანტი ძალიან ადვილი მოსამზადებელია და რაც მთავარია, ცხობა არ სჭირდება.
დაგჭირდებათ:
ნებისმიერი ხრაშუნა ორცხობილა ("პეჩენია")
შაქარი - 3 სადილის კოვზი
რძე - 500 მლ
1 კვერცხის გული
სიმინდის სახამებელი - 2,5 სადილის კოვზი
ვანილი
მინანქრისთვის:
კაკაო - 2 ჩაის კოვზი
შაქარი - 4 სადილის კოვზი
რძე - 1 სადილის კოვზი
კარაქი - 50 გრამი
მომზადება:
რძის ნახევარი დავდგათ ცეცხლზე, ავადუღოთ. რძის მეორე ნაწილში ავურიოთ სახამებელი და ჩავასხათ ადუღებულ რძეში. გავაგრძელოთ დუღილი, ვურიოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ მასა არ შესქელდება. გამოვა პუდინგი. გავაგრილოთ, დავაფაროთ ზემოდან ფოლგა ან საკვები ცელოფანი და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს.
ავიღოთ ნამცხვრის ფორმა. დავალაგოთ ამსზე ორცხობილის ერთი ფენა - ზემოდან გადავუსვათ პუდინგის სქელი ფენა. იგივე გავიმეოროთ, სანამ ინგრედიენტები გვეყოფა. სულ ზედა ფენა უნდა იყოს ორცხობილა.
შევუდგეთ მინანქრის მომზადებას. შაქარი, კაკაო და რძე აურიეთ ერთმანეთში. დადგით საშუალო ცეცხლზე და როცა ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ კარაქი. არ დაგავიწყდეთ მორევა. როგორც კი კარაქი გალღვება, შეიძლება ნაზავის ცეცხლიდან გადმოდგმა.
მომზადებული მინანქარი ტორტზე ზემოდან გადაუსვით და ერთი ღამით შედგით მაცივარში, ან რამდენიმე საათით. ამ ყველაფრის უკეთ სანახავად იხილეთ ვიდეოგაკვეთილი