სუსტ ახალშობილებს პირდაპირ ორმოში ყრიდნენ, ვინც გადარჩებოდა, მას არანაკლები განსაცდელები ელოდა
სპარტანელი მეომრების სიმამაცესა და თავდადებაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ სპარტას არ ერტყა კედლები, რადგან ითვლებოდა, რომ ადგილობრივი მეომრები ნებისმიერ შემოსევას გაუმკლავდებოდნენ. სპარტანელების ეშინოდათ... რაში იყო ასეთი სიძლიერის საიდუმლო? ამბობენ, სპარტანელების ასეთი სიმამაცე მათი აღზრდის შედეგიაო. ის იმდენად მკაცრი და დაუნდობელი იყო, რომ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ბარბაროსობად აღიქმება. მართლაც, მომავალი მეომარი იზრდებოდა ისეთ პირობებში, რომელიც თანამედროვე მშობლებისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა.სუსტი ბავშვები ვერ გადარჩებოდნენ
ითვლებოდა, რომ ყოველი მეორე ბავშვი, რომელიც იბადებოდა სპარტაში - იღუპებოდა ახალშობილობის ასაკში. ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ დაბადების შემდგომ მამა ვალდებული იყო ახალშობილი წაეყვანა უხუცესებთან. ისინი უთვალიერებდნენ მას ყველაფერს, ხომ არ ჰქონდა რაიმე ავადმყოფობის ნიშნები. თუ რაიმე "ნაკლს" აღმოუჩენდნენ, მამას უბრძანებდნენ, ჩაეგდო ბავშვი ორმოში, რათა მომკვდარიყო.
ყაზარმა 7 წლიდან
7 წლიდან - ბიჭები მიჰყავდათ სპეციალურ ყაზარმებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ. ის ასევე ასრულებდა მასწავლებლის როლს. თუ ბიჭები ერთმანეთში იჩხუბებდნენ, ზედამხედველი-მასწავლებელი აიძულებდა მათ მუშტით გაერკვიათ ყველაფერი. ასევე მას ჰქონდა მათრახი, რომელსაც რეგულარულად იყენებდა დამნაშავის დასასჯელად.
ქურდობის წახალისება
სპარტანელ ბიჭებს ჰქონდათ მინიმალური ნივთები. მაგ: ფეხსაცმელი ითვლებოდა ფუფუნებად, რადგან ბავშვები დადიოდნენ ფეხშიშველები. საკვებს აძლევდნენ იმდენს, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. არავინ უკრძალავდათ საკვების მოპარვას, ოღონდ არ უნდა მოხვედროდნენ თვალში ზედამხედველებს. თუ დაიჭერდნენ ქურდობაზე, საშინლად უსწორდებოდნენ ფიზიკურად!
ქალღმერთ ალტემირას საკურთხეველზე დებდნენ ყველის ნაჭერს. მშიერი ბავშვები ერთმანეთს ებრძოდნენ ყველის ნაჭრის მოსაპოვებლად. მაყურებელს შეეძლო წაექეზებინა მონაწილეები შოლტის გამოყენებით. ზოგჯერ სიკვდილამდე სცემდნენ ბავშვებს. ხალხს მოსწონდა ასეთი ბრძოლები, ყველა იცინოდა და მხიარულობდა.
საშინელი საკვები
მოგზაური, რომელიც იმყოფებოდა სპარტაში, ასე აღწერს ადგილობრივ სადილს: "ახლა მესმის, რატომ არ ეშინიათ მათ სიკვდილის". მან ახსენა შავი ბულიონი. ეს იყო ხორცი, რომელიც იხარშებოდა სისხლში, ძმარსა და მარილში. შავი ბულიონი - ძირითადი საკვები იყო. ყველას ხვდებოდა თითო ხორცის ნაჭერი. "თუ გინდა მეტი - წადი და ინადირე". მაგ: თუ მოკლავდა ირემს, მას ყველასთვის უნდა გაენაწილებინა ნადავლი. თავისთვის შეეძლო აეღო დამატებითი პორცია - სახლში წასაღებად. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სპარტანელს შეეძლო ეჭამა სადილი სახლში.
ცემა არასწორი პასუხებისთვის
ვახშმის შემდეგ ზედამხედველის დამხმარე ბავშვებს ჩამჭრელ შეკითხვებს უსვამდა. მაგალითად: "ვინ არის საუკეთესო ადამიანი ქალაქში?" ბავშვები კარგად უნდა დაფიქრებულიყვნენ, რისთვისაც მინიმალურ დრო ჰქონდათ. თუ პასუხი არასწორი იქნებოდა, მას ურტყამდნენ ხელებში. ყველაფერ ამას კი ზედამხედველები უყურებდნენ. თუ ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი დამხმარე ბავშვებს ძალიან რთულ ან ადვილ კითხვებს უსვამდა ვიქტორინის დროს - მასაც სცემდნენ.
განათლება გხდის სუსტს
სპარტანელი - მეომარია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია იყოს ფილოსოფოსი, ფერმერი, ხელოსანი ან ვაჭარი. ტრადიციული გამოცდა სპარტანელისთვის - ფუფუნებაა. რისი ცოდნაც შეეძლოთ მიეცათ მისთვის, ეს კითხვა იყო. თავისუფალი დროის ანგარიშზე და ფილოსოფიაზე დახარჯვა მკაცრად იყო აკრძალული. მეომარი ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო ბრძანების შესასრულებლად!
სახალხოდ ცემა
ყოველწლიური ფესტივალი Diamastigosis-ის სახელწოდებით სხვა არაფერი იყო, თუ არა ბიჭების სახალხოდ ცემა სიკვდილამდე. მასში მონაწილეობის მიღება დიდი პატივი გახლდათ. ბავშვებს თვითონ სურდათ, რომ ეცემათ. ისინი ოცნებობდნენ დაემტკიცებინათ, რომ შეეძლოთ იმაზე მეტი, ვიდრე მათზე ფიქრობდნენ.
სპარტანელების სიკვდილი
სპარტანელების სიბერით სიკვდილი დიდი სირცხვილი იყო. ასეთებს მარხავდნენ უსახელო სასაფლაოზე. სახელიანი სასაფლაო რომ მოეპოვებინათ, საჭირო იყო ბრძოლის დროს სიკვდილი. ასეთ მებრძოლს პატივით კრძალავდნენ. ქალებს იმ შემთხვევაში შეეძლოთ სახელიან სასაფლაოზე დაკრძალვა, თუ გარდაიცვლებოდნენ მშობიარობის დროს...
აი, ასეთი სასტიკი იყო მაშინდელი გაგება. თანამედროვე საზოგადოებაში სპარტანელების აღზრდის მორალის ეს ნორმები აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ხომ სულ სხვა დროში ვცხოვრობთ.