გაუპატიურებამ კი არ იკლო, მოიმატა კიდეც 2012 წელს 23 წლის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ინდოელი გოგონა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. რამდენიმე კვირაში იგი მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. მას შემდეგ ინდოეთი ქალებისთვის ერთ-ერთ საშიშ ქვეყნად აღიარეს. მასმედიაში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანეთმა ინდოეთში მოგზაურ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ჩინეთის მედიამ კი დელი "მსოფლიო გაუპატიურების დედაქალაქად" გამოაცხადა.
თუმცა, დროის გასვლის შემდეგ ინდოეთში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა, გაუპატიურებამ კი არ იკლო, მოიმატა კიდეც. მედია თვეში რამდენჯერმე აჟღერებს გაუპატიურების ფაქტებს. მოძალადის მსხვერპლნი ხშირად არიან 14 წლამდე გოგონები.
ფაქტს ახმაურებენ, მაგრამ არავინ უფიქრდება მსხვერპლისა და მისი ოჯახის ტრაგედიას. ინდოელთა 5 ოჯახი ჰყვება პირად ტრაგედიას, სადაც მათი ქალიშვილები გააუპატიურეს.
ახლა დიპტი 7 წლისაა, როცა მეზობელმა გააუპატიურა 4 წლის იყო. დედა ბაზარში იყო, მამა - საშხაპეში. ბავშვი თამაშობდა, როცა მეზობლის მამაკაცი დაესხა თავს. მოძალადე 20 წლის იყო.
მშობლებმა პოლიციას მიმართეს და სამედიცინო კვლევა მოითხოვეს, მაგრამ ოფიცერმა განუცხადა, რომ დიპტი ნორმალურად გამოიყურებიდა და ნივთმტკიცებად მხოლოდ გოგონას შარვალი დაიტოვა.
დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, უმრავლესობამ მოძალადის მხარე დაიჭირა. ის ერთადერთი მამაკაცი იყო ოჯახში, მისი დაპატიმრებით ოჯახი ფინანსური მხარდაჭერას გარეშე დარჩებოდა. დამნაშავემ ციხეში 18 თვე გაატარა და თავდებით გამოვიდა. დიპტის ოჯახს კი 80 ათასი რუპია (900 დოლარი) შესთავაზა, რათა პოლიციიდან განაცხადი გამოეტანა.
გიჯანტალი ახლა 10 წლისაა. მას რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი მამა აუპატიურებდა. შარშან ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დაემუქრა შვილს, რომ მასა და დედამისს რკინის მილით სცემდა, თუ არ გაჩუმდებოდა. გიჯანტალის დედამ მოძალადის მხარე დაიჭირა და მომხდარში შვილი დაადანაშაულა. ახლა მას სურს, ქმარი ციხიდან დაიხსნას. ფაქტის გახმაურების შემდეგ დედამ აღიარა, რომ მას იატაკზე უხდებოდა დაწოლა, როცა გიჯანტალს მამა საწოლში იწვენდა.
ძალადობის შესახებ პოლიციაში გოგონას ბაბუამ განაცხდა. მას შემდეგ, მის წინააღმდეგ მთელი სოფელი აჯანყდა და მოითხოვენ, რომ სასამართლოდან განაცხადი გამოიტანოს.
"მთელი სოფელი აჯანყდა ჩემ წინააღმდეგ - ამბობს მამაკაცი. ვერ ხვდებიან, რა ჩაიდინა ჩემმა შვილმა. ამას ვერც ჩემი ცოლი და გიჯანტალის დედა ხვდება. განაცხადი სასამართლოდან რომ გამოვიტანო, ჩემი შვილი ამ საშინელებას კიდევ ჩაიდენს".
სოფელში გიჯანტალის დასცინიან, თავად გოგონა ამბობს, რომ ეცოდება ციხეში მყოფი მამა. როცა ის თავისუფალი იყო, ოჯახში ფული შემოჰქონდა. გიჯანტალს დედა მეძავს ეძახის და ადანაშაულებს, რომ მის გამო მოხვდა მამამისი ციხეში.
3 თვის წინ 8 წლის სადაფი სოფლის ექიმმა გააუპატიურა. გოგონა ბაზარში მიდიოდა, როცა ექიმმა დაიჭირა, სამედიცინო ცენტრში შეათრია და ძალა იხმარა მასზე. ქუჩაში გამოსულმა ბავშვმა გონება დაკარგა.
გოგონას მშობლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ სამართალდამცველებმა ამ ფაქტის გახმაურება არ ისურვეს. საქმე იმაშია, რომ მოძალადე ექიმის მშობლები მდიდარი ცნობილი ადამიანები არიან. მათ პოლიციას ქრთამი შესთავაზეს და სადაფის ოჯახისთვისაც შეეძლოთ ზიანის მიყენება.
გაუპატიურებიდან რამდენიმე დღე სადაფი საავადმყოფოში იწვა, მშობლებმა კი სასამართლოს მიმართეს. გოგონას ეშინია ქუჩაში გამოსვლა. არადა, ტრაგედიამდე სკოლაში სიარულსა და ინგლისურის სწავლაზე ოცნებობდა.
5 წლის ნირმალა დედის უფროსმა გააუპატიურა. დედა პროდუქტების საყიდლად წავიდა, გოგონას დედის უფროსი შეხვდა და ტკბილეულის ყიდვა შესთავაზა. მოძალადემ გოგონა ტყეში შეიტყუა, გააუპატიურა და იქვე დააგდო.
ნირმალას ორი ოპერაცია და სტაციონარში 3 თვის გატარებამ მოუწია. დამნაშავე მომხდარიდან ორ კვირაში დაიჭირეს, დღემდე პოლიციაშია, მაგრამ მისი ოჯახი ნირმალას მშობლებს ატერორებს, ფულს სთავაზობს, სასამართლოს ნაცვლად.
ოჯახი საცხოვრებლად სხვა რაიონში გადავიდა, რათა მეზობლების ყურადღებას გაექცეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გოგონას ცხოვრება უკვე დაენგრა და სასამართლო ვერ უშველის.
ახლა პრიანკა 15 წლისაა. იგი მეზობელმა გააუპატიურა. მეგობრებთან ერთად მოთამაშე პრიანკას ჩაუსაფრდა, დაიჭირა, მოკვლით ემუქრებოდა და გააუპატიურა. პოლიცია 10 დღის განმავლობაში არწმუნებდა გოგონას, რომ არ ღირდა მოძალადის დაჭერა, რომ იგი თვითნებურად გაჰყვა მას.
დაზარალებული გოგონას მეზობლები დარწმუნებულები არიან, რომ პრიანკა თავადაა დამნაშავე. ის ემუქრებოდა გოგონას მამას და დას. მოგვიანებით, კი მეგობრებთან ერთად სცემა პრიანკას მამა.
ორი კვირის წინ გოგონას მშობლებმა პრიანკა 22 წლის ბიჭზე დანიშნეს. მიაჩნიათ, რომ ასე დაიცავენ შვილს, რომელსაც გვერდზე სოფელში გაათხოებენ.
"ვბრაზდები - ჩემში აღარაფერი დარჩა" - ამბობს პრიანკა.