"ნიკო უცერემონიოდ ლახავდა მშობლების კუთვნილ ტერიტორიას, ეკვეხებოდა ლოგინის შუა ნაწილში..." ახალგაზრდა ირაკლი ალასანიასა და მისი ვაჟის ეს ფოტო ნათია ფანჯიკიძემ გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"ნიკო უცერემონიოდ ლახავდა მშობლების კუთვნილ ტერიტორიას, ეკვეხებოდა ლოგინის ყველაზე ფუმფულა, შუა ნაწილში და თავის მავთულა ფეხებს გვაწყობდა თავზე, არ გვაძლევდა მშვიდი ძილის საშუალებას, ვყავდით ჩაგრულობაში. სტრატეგმა ალასამ ჯერ მოლაპარაკების გზით დაათმობინა ნიკოს პოზიციები ბუფერულ ზონამდე და შემდეგ თავად შეეჭრა ტერიტორიაზე. ასე დაამარცხა აგრესიული მცოცავი ოკუპაცია..."