"ბიჭის გამო იჩხუბეს თურმე დებმა ახალგაზრდობაში... მერე ორივემ იმ ბიჭისგან გააჩინა შვილი... ორივეს ავადმყოფი შვილი ჰყავს" აკა სინჯიკაშვილის უანგარო და კეთილი საქმეები ბევრისთვის ცნობილია. ეს გახლავთ ნამდვილად სამაგლითო ადამიანი, რომელიც სხვების დასახამარებლად არაფერს იშურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როლმ ჩვენს ქვეყანაში შედარებით ნაკლებ ადამიანს შიოდეს და ციოდეს. შესაბამისად, ურთიერთობა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან უწევს, გაგიკვირდებათ და ისეთებიც ხვდებიან, ვინც მის საქმეს არ იწონებს, მაგრამ ეს არაა მთავარი - ის მაინც დაუღალავად აგრძელებს დახმარებას და საოცარი ისტორიების მქონე ადამიანების პოვნასაც. ამის ერთ-ერთი მაგალითი ის პოსტია, რომელიც ცოტა ხნის წინ ორი დის შესახებ გამოაქყვენა. დედმამიშვილებს ერთამნეთი წლებია არ უნახავთ, მიზეზი მართლაც რომ ფილმის სცენარს ჰგავს.
გთავაზობთ აკას პოსტს უცვლელად:
”რაღაცნაირი ამბავი: მოკლედ, ერთი ქალია, ემიგრანტი, აი მარტო გულები არიან ის და მისი ქმარი. ძაან ვმეგობრობთ. ფულსაც მიგზავნის ხოლმე, ონლაინში მეხმარება, ლინკებს მიგზავნის, ტელეფონის ნომრებს მიძებნის და მოკლედ რა...
ჰოდა აქ ერთ მარტოხელა დედას ვეხმარებით ჩვენ, ავადმყოფი შვილი ჰყავს და სულ მარტოა. ვეხმარებით ჩვენ, რომ საკვები და ტანსაცმელი ჰქონდეთ.
ჰოდა ამბავი: ეს ორივე ქალი დები არიან, ერთი - ევროპაში, მდიდარი და მეორე თბილისში, ნახევრად ბნელ სარდაფში...
ჰოდა ბიჭის გამო იჩხუბეს თურმე ოცი და თვრამეტი წლისებმა, იმის შემდეგ ორჯერ უნახავთ ერთმანეთი სულ, ისიც ადრე. ის ბიჭი მოუკლავთ ქუჩაში, ორივე დას მისი შვილი ჰყავს და ორივეს ავადმყოფი... ახლა ერთი დის გამოგზავნილი ფულით, მეორე დისთვის ვყიდულობ საჭმელს... პოსტს ვწერ ორივეს ნებართვით, ისე, რომ არც ერთმა არ იცის, რომ მეორე დასაც ვიცნობ.
ჩვეულებრივი ფილმის სცენარია...
#თბილისურიამბები"
თეკლა ჟვანია