ფეხმძიმობის მეცამეტე კვირა
მეორე ტრიმესტრი ანუ ფეხმძიმობის მეცამეტე კვირა დადგა. ამ პერიოდში თავს შედარებით უკეთ გრძნობთ. შიში და მღელვარება წარსულში დარჩა.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ტიტა:
პატარას წონაა:
20 გრამი;
პატარას სიგრძეა:
8 სმ.
შედარებით მსუბუქი მდგომარეობა გაქვთ. დროა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაიწყოთ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეცამეტე კვირაში?
ჰორმონების `ცელქობის~ გამო განწყობის ცვალებადობა წარსულში დარჩა. ნაყოფი დიდდება და შინაგან ორგანოებს აწვება. ეს განსაკუთრებით სადილობის შემდეგ იგრძნობა. შეიძლება ქოშინი გაგიჩნდეთ. თუ ვარჯიშის ან მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის დროს მუცლის ქვედა მხარეს სპაზმს ან თითქოს `გაქვავებას~ გრძნობთ, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. მსგავსი სიმპტომები საშვილოსნოს ტონუსზე მიუთითებს.
რას ჰგავს პატარა მე-13 კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეცამეტე კვირაში
შეამჩნევთ, რომ "გაქრა" წელი. ნუ განაწყენდებით, ეს დროებითია, ადგილი თქვენს შიგნით წარმოქმნილ სიცოცხლეს სჭირდება. ნორმის თანახმად, კვირაში 500 გრამი უნდა მოიმატოთ. თუ მეტს იმატებთ, მეტი უნდა იმოძრაოთ. თუ ნაკლებს, ეს უფრო ცუდია, პატარას ვერ უზრუნვეჰყოფთ ყველა სასარგებლო მინერალითა და ვიტამინით, მისი განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებით. გარდა ამისა, თავადაც დაზარალდებით, ის, რაც ნაყოფს სჭირდება, თქვენი ორგანიზმიდან აიღებს. ეს ნიშნავს, რომ მოიმატებს თმის ცვენა, კანი გამოგიშრებათ, ფრჩხილები აქერცვლადი და მტვრევადი გახდება. ნუ დაივიწყებთ კბილებს. გამშვიდებთ ასეთი პერსპექტივა? გადახედეთ რაციონს: მიირთვით ჯანსათი საკვები, მცირე ულუფებით დღეში 4-5-ჯერ.
მეცამეტე კვირის რჩევა
დღემდე არ მისულხართ სტომატოლოგთან? მეცამეტე კვირაში ღრძილების მგრძნობელობა იკლებს. მკურნალობის დაწყებამდე სპეციალისტს აუცილებლად უთხარით, რომ ფეხმძიმედ ხართ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანს, ის იწელება და სტრიები შეიძლება გაგიჩნდეთ მკერდზე, მუცელსა და თეძოებზე, იზრუნეთ მათ პროფილაქტიკაზე.