ფეხმძიმობის ოცდამეცამეტე კვირა
ფეხმძიმობის ეს კვირა თავს დაგამახსოვრებთ სიზმრებით. სომნოლოგები- ძილის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფეხმძიმობის ოცდამეცამეტე კვირაში პატარა სიზმრების ნახვას იწყებს. შეიძლება, მომავალ დედას მულტფილმური სიზმრები ესიზმროს.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
პაპაია:
პატარას წონაა:
1 კილო და 900 გრამი;
პატარას სიგრძეა:
44 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეცამეტე კვირაში?
მომავალი დედის ორგანიზმი ლაქტაციისთვის ემზადება, რძე იწყებს მკერდში დაგრივებას. ამაში ლაცენტური ჰორმონები გეხმარებათ. ამ პერიოდში მომატებულია გულძმარვა, აგრეთვე, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. მის "ჩაქრობას" ტუტოვანი სასმლით შეძლებთ. პატარა ყლუპებით დალიეთ. აკონტროლეთ კვება: ის უნდა შედგებოდეს მცირე ულუფებისგან დღეში 6-ჯერ.
რას გრძნობს პატარა ოცდამეცამეტე კვირის ფეხმძიმობისას?
პატარა კიდევ გაიზარდა, მას უკვე სივიწროვე აწუხებს. ახლა უკვე ახალშობილის ფიზიოლოგიურ პოზას იღებს- ხელებს მკერდზე ილაგებს, გადაჯვარედინებულ ფეხებს მუცლზე იბჯენს. ასეთ მდგომარეობაში იქნება თითქმის დაბადებამდე. პრინციპში, პატარა უკვე მზადაა დაბადებისთვის, მაგრამ არასაკმარისად აქვს ცხიმის ფენა, რის გარეშეც გაძლება გაუძნელდება.
პატარას გულში პატარა ხვრელი აქვს, მას "ოვალური ფანჯარა" ეწოდება. ის მაშინვე დაიხურება, როგორც კი პატარა პირველ დამოუკიდებელ ჩასუნთქვას გააკეთებს.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეცამეტე კვირაში?
ამ პერიოდში დედების უმეტესობა ცრუ მშობიარობის შეტევებს გრძნობს. მეანები მას "ბრექსტონ-ჰიქსის შეტევას" უწოდებენ. ის საშვილოსნოს კედლებს ავიწროებს, საშვილოს ყელის გახსნა კი არ ხდება. მართალია, უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ.
ოცდამეცამეტე კვირის რჩევა
ამ პერიოდისთვის გადაწყვეტილი უნდა გქონდეთ სად იმშობიარებთ და ვისთან ერთად. ანუ უკვე შერჩეული უნდა გქონდეთ სამშობიარი და ექიმი. ჩაალაგეთ სამშობიაროში წასაღები აუცილებელი ნივთები. ის წინასწარ უნდა გაამზადოთ, რადგან არ იცით, როდის დაგეწყებათ მშობიარობა. არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტების ჩადებაც.
თქვენ დაგჭირდებათ:
პასპორტი,
ჩატარებული ანალიზების პასუხები,
სამშობიაროს მიმართვა ან სამშობიაროსთან ხელშეკრულება,
ფეხმძიმობის ოცდამეთორმეტე კვირის ულტრაბგერითი გამოკვლევის პასუხი.