ფეხმძიმობის ოცდამეთექვსმეტე კვირა
მუცელი დაწევას იწყებს. ახლა ცოტათი შეგიმსუბუქდებათ სუნთქვა და ისე ხშირად აღარ შეგაწუხებთ გულძმარვა.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ბუშტი:
პატარას წონაა:
2700-2800 გრამი;
პატარას სიგრძეა:
47 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთექვსმეტე კვირაში?
ბავშვმა პოზა იცვალა და მუცელიც დაბლა იწყებს დაწევას. ეს სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას იწვევს. ეცადეთ, ნელა იაროთ, მკვეთრად ნუ წამოდგებით. შარდის ბუშტზე დაწოლის გამო გახშირდება საპირფარეშოში სირბილი.
როგორ იცვლება პატარა ოცდამეთექვსმეტე კვირის ფეხმძიმობისას?
ამ კვირის პატარა სრულად ჰგავს ახალშობილს. ვარდისფერი კანი ხავერდივით აქვს. ფრჩხილები სრულად ამოუვიდა ხელისა და ფეხის თითებზე. სახეზე უჩანს წარბები, წამწამები, ყურის ნიჟარებმაც დაასრულეს ფორმირება.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთექვსმეტე კვირაში?
ფეხმძიმობის ოვდამეთექვსმეტე კვირაში მომავალი დედა ცოტათი მოუხერხებელი ხდება. დილით გიჭირთ საწოლიდან წამოდგომა. ნუ ინერვიულებთ. ჯერ ერთ მხარეს გადაბრუნდით, მერე ფეხები გადმოსწიეთ საწოლიდან და ნელა ადექით. ამ პერიოდისთვის საშუალოდ 12 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. თუ მეტი გაქვთ, რაციონიდან გამორიცხეთ ცომეული და ტკბილეული.
როცა პატარა დაბლა მიიწევს, შეიძლება ბოქვენის ძველებში ტკივილი იგრძნოთ. ძლიერი ტკივილი იგრძნობა მკვეთრი მოძრაობის, სიარულის, ხველებისა და დაცემინების დროსაც კი. შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
ოცდამეთექვსმეტე კვირის რჩევა
ხართ თუ არა მზად ოჯახში ახალი წევრის მობრძანებისთვის? ამ პერიოდისთვის შერჩეული უნდა გქონდეთ საწოლი და ეტილი და შეძენილიც კი, თუ ცრუმორწმუნე არ ხართ.