წვნიანები ბავშვებისთვის 6 თვიდან ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი - 20 გრ.
კარტოფილი - 20 გრ.
სტაფილო - 10 გრ.
წყალი - 100 მლ.
რძე - 50 მლ.
კარაქი - 5 გრ.
მარილი
მომზადება:
გასუფთავებული სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი (კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და წვრილად დაჭერით. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. ცხელი მზა ბოსტნეული გახეხეთ წვრილ ბადეში, დაამატეთ ცოტაოდენი ნახარში და ცხელი რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე (განუწყვეტლივ ურიეთ). კერძი მზადაა.