სასარგებლო წვნიანები ბავშვებისთვის 6 თვიდან ინგრედიენტები:
რძე - 50 მლ.
ბრინჯი - 25 გრ.
სტაფილო - 100 გრ.
კარაქი - 5 გრ.
შაქარი
მარილი
მომზადება:
კარგად გაწმენდილი და გარეცხილი სტაფილო დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ კარაქი და შაქარი, დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ ბრინჯი და ადუღეთ 45-50 წთ. პერიოდულად ურიეთ. მოხარშული სტაფილო და ბრინჯი გაატარეთ ბადეში. მიღებულ მასას დაუმატეთ ცხელი რძე სასურველ სისქის მიღებამდე. გემოვნებით დაუმატეთ მარილი.