დაავადებათა მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ და ზუსტ დიაგნოსტიკას - 10 დღე გასინჯვა უფასო იქნება! ზამთრის დადგომასთან ერთად იმატა გაციების, გრიპის, პნევმონიის, ტონზილიტის და სხვა დაავადებების შემთხვევებმა. დაავადებათა მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ და ზუსტ დიაგნოსტიკას. ამ დროს ბევრი მხოლოდ უსახსრობის გამო ერიდება ექიმთან მისვლას.
პედიატრიული პრივატ კლინიკა ძალიან ხშირად ანებივრებს პატარებს სხვადასხვა სპეციალისტების უფასო კონსულტაციის აქციებით. ამჯერად კლინიკაში პედიატრების უფასო კონსულტაციის 10-დღიანი აქციაა. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა ბევრად უფრო იოლია, როგორც ექიმისთვის, ისე პატარა პაციენტებისთვის. კონსულტაციებს ჩაატარებენ ექიმები - ხატია შუკაკიძე და ლიკა თედიაშვილი, რომელთა ინტერვიუებიც ძალიან ხშირად ქვეყნდება ჩვენს საიტზე და ბევრი ერთგული მკითხველიც ჰყავს.
ვიზიტის დაგეგმვა სატელეფონო ზარის მეშვეობით არის შესაძლებელი: 2 60 24 60
დეტალურ ინფორმციას შეგიძლიათ გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.