რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი თქვენი არ ვიცი და მე, შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს. მყუდრო სახლი, ანთებული ბუხარი, რომელზეც ფერადი წინდებია ჩამოკიდებული, დიდი და ლამაზი ნაძვის ხე და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან (ან ორივე ერთად) მხიარულება დილამდე.
31 დეკემბერს, ისე ვიღლები ხოლმე, რომ ლამის 12 საათზე დამეძინოს. „ვიქენდებისა“ არ იყოს, რეცხავ, ალაგებ, წმენდ, აუთოვებ, საჭმელს ამზადებ, არადა დასვენების დღეები ჰქვია… რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი… განსაკუთრებით კი, 31 დეკემბერს. – რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი, მერე მაგრამ ვინ მოგვცა მაგის ბედნიერება ჩვენ, ქალებს? მით უმეტეს, დიასახლისებს? პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და 12 საათამდე სუფრაც გაშლილი უნდა გვქონდეს…
რაღაცით, გამოცდის ჩაბარებას ჰგავს, ყველაფერი რომ უნდა მოასწრო… ან კონკიას შებრუნებულ ვარიანტს. 12-მდე დიასახლისი ხარ და 12-ის შემდეგ შეგიძლია თავს უფლება მისცე, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან დაჯდე, ფანჯრიდან სალუტებს მიადევნო თვალი, ბავშვები დააწვინო და თუ გაუძელი, საახალწლო გადაცემებს უყურო მეუღლესთან ერთად (ჭურჭელი შეიძლება მეორე დღესაც დარეცხო).
მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ სტუმრების მიღებაც მოგიწევს. საჭმლის მარაგის კონტროლიც და ნაბახუსევი მეუღლის წუწუნის ატანაც, რომელმაც შარშანდელი საახალწლო მენიუდან მანდარინი ამოიღო, წლევანდელიდან — სალათი „ოლივიე“ და მაინც ვერ გაუგია, რის გამოა ასე ცუდად.
ძვირფასო დიასახლისებო, ამ პოსტით თქვენს გამხიარულებას შევეცდები და წინა საახალწლო, სახალისო სცენარს შემოგთავაზებთ! განაგრძეთ კითხვა