"ბედნიერი ვარ, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი მყავს და ვერაფრით გავახარებ პირდაპირ ეთერში ბოროტ ადამიანებს" პროექტ ”შენ შეგიძლია ცეკვას” ნახევარფინალმა ფინალს მიღმა დარჩენილი მოცეკვავეები გულნატკენი და ზოგიერთი - ნაწყენიც დატოვა. პროექტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მონაწილემ იულია აკინშინამ ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ფაქტს:
"აი, დასრულდა ჩემი მონაწილეობა შოუში ’’შენ შეგიძლია ცეკვა’’ საქართველოში.
ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ნახევარფინალისტი ამ შოუსი და ვამაყობ კიდეც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. გოგონა სხვა ქვეყნიდან, დიახ ქართველი, მაგრამ სხვა ქვეყნიდან; არ ვფლობ ქართულ ენას; ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო სინდისიერად და არ ვიცვლი ნიღბებს კამერის წინ. შეიძლება ტელევიზიისთვის ეს აბსოლუტურად არასწორი ტაქტიკაა და საჭიროა საკუთარი თავის გარშემო სიმართლეს მოკლებული “საინტერესო ამბების’’ ზიგზაგები ხლართო იმისთვის, რომ ყურადღება მეტად მიიქციო. ამგვარი შეხედულებათა წიაღმდეგობა, გამოწვეული სატელევიზიო სამყაროს მიერ და მიმართული „ოქროს მონეტების“ მოხვეჭაზე, მე არ მეხება და ამ წესებით თამაშიც არ მსურს. მიუხედავად ტრამვებისა და პრობლემებისა, საკუთარი თავი არ დამიზოგავს, თავდაუზოგავად ვიმუშავე, ვინც რა არ უნდა თქვას. მე ბედნიერი ვარ, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი მყავს და ვერაფრით გავახარებ პირდაპირ ეთერში ბოროტ ადამიანებს. მე არ მქონდა კოსმიური ისტორიები მასზედ, თუ როგორ მოვხვდი ამ შოუში და საერთოდ მოვევლინე ჩემი დაბადებით ქვეყნიერებას. მე არ მაპიარებდნენ სხვადასხვა შოუებში ხმათა მოსაგროვებლად, ღვთის წყალობით ეს მე არც მჭირდებოდა და ამის გარეშეც საკმაო რაოდენობით მქონდა მხარდაჭერა...
მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანური შესაძლებლობებით და ყოველივე ამის ფონზე მე მივედი ნახევარფინალამდე მხოლოდ ჩემი ოსტატობით და არა მაყურებლისთვის რაღაც სხვა, ფუჭი ინფორმაციის მიწოდებით.ეს ასეც უნდა ყოფილიყო.ეს არის ცეკვის კონკურსი და ადამიანები მეტს უნდა ცეკვავდნენ და ნაკლებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ აქ, ეს ნონსენსია ძირითადი შინაარსი და დატვირთვა. მე ბედნიერი ვარ! გადამეტების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო ეთერი.მე მომეცა საშუალება მასში გამეკეთებინა გაცილებით მეტი, ვიდრე მთელს დანარჩენ პროექტში. მე შევძელი ის, რაზეც ადრე არც მიოცნებია. რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ რისკზეც წავედი, რომელიც 10-ჯერ მეტად არის გამართლებული. წახვიდე ტრიუმფის შემდეგ, სიმართლე გითხრათ სასიამოვნოა. ხალხი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს. ის, რომ შოუს წესები შეიცვალა მაინდამაინც იმ დღეს, შედეგების გამოცხადებისას. არ მინდა ქედმაღალი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე მოგეჩვენოთ სულელად. საცეკვაო სამყაროში, როგორც ჩანს, რაღაცას წარმოვადგენ. ჩემი მიზანი მიღწეულია -მე ვიცეკვე ყველა სტილი ამ პროექტში და გავაკეთე ეს ღირსეულად. მიუხედავად მცდელობებისა გავმტყდარიყავი, არ გავტყდი. მე ვამაყობ ჩემი შრომით. და მე მინდა მადლობა მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ყოველივე ამასთან შხება ჰქონდა. ყველა, ვინც ჩემ გვერდში იდგით, მეხმარებოდით, მანუგეშებდით, თქვენ გახდით ჩემი ნაწილი და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ. მე ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემში დამემარცხებინა წყენა, წყენა უსამართობაზე. მე არ წავსულვარ დამარცხებული, მე დაუმარცხებელი წავედი. მე ბედნიერი ვარ!"