კლუბი "DELTA" ის დგილია, სადაც ნებისმიერ ექსტრემალურ ოცნებას რეალობად აქცევთ... კლუბი "DELTA" ის დგილია, სადაც ნებისმიერ ექსტრემალურ ოცნებას რეალობად აქცევთ: იქნებით მფრინავი, საზღვავო წყალქვეშა ნავის კაპიტანი, 100-მდე ფილმის მთავარი გმირი თუ ლაზერული ომების რეალური მონაწილე. "DELTA" კლუბი ის ადგილია, სადაც, როგორც ვირტუალური, ასევე რეალური, გასართობი ცენტრებისთვის დამახასიათებელი თამაშებია კომბინირებული. ადგილი, სადაც 7 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს აქვს ფუფუნება დატკბეს თანამედროვე სათამაშო ტექნოლოგიების მიღწევებით.
ლაზერული ორთაბრძოლა და 7D ფილმები
კლუბი "DELTA" 10 წლის წინ დაარსდა და მისი თავდაპირველი პროფილი ამერიკული თამაშის "laser tag" საქრთველოში პოპულარიზაცია იყო. ტარდებოდა სტუდენტური, მედია ჩემპიონატები, შეჯიბრებები. ლაზერული ვირტუალური "ომები" მეტად სახალისო გახდა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. "განიმუხტე" - ამ დევიზით თამაშში თბილისის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ეს არის ორ ბანაკად დაყოფილი ადამიანების ლაზერული ორთაბრძოლა. სპეციალური ფერადი ჯავშანით აღჭურვილი მოთამაშეები, ხელოვნურად შექმნილი სამალავების დახმარებით, ცდილობენ დაუსხლტნენ ლაზერის "ტყვიას". ექსტრემალური თამაში წლების განამავლობაში არ კარგავს მომხამარებელში აქტუალურობას. "laser tag" კლუბის სავიზიტო ბარათია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი თამაში რის გამოც "DELTA" დღეს საბავშვო გასართობ ცენტრების რეიტინგში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა. 7D ექვსწუთიანი ფილმები კვამლის, ქარის, წყლის, ე.წ. ფეხებზე მგრძნობელობის ეფექტებით ერთ-ერთი საინტერესო გასართობია, როგორც ბავშვისთვის, ასევე მოზარდებისთვის. ფილმების ჟანრს თავად ირჩევენ სტუმრები. კლუბის სიამაყეა 9D-ე, მცირე მოცულობის კინოთეატრი. აქ 100 მდე ფილმიდან შეგილიათ არჩევანის გაკეთება. აპარატურა კლუბის ახალი შენაძენია, და ფაქტობრივად კონკურენცის გარეშეა.
პრინცები და პრინცესები
"DELTA"-ში დაბადების დღის გადახდა დაუვიწყარ მოგონებად ექცევათ როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს. ამ დროს გარედან შემოსული სტუმრების მიღება წყდება და აქცენტი მხოლოდ იუბილარზე და მის მეგობრებზე კეთდება. იუბილარს და მის მეგობრებს ემსახურება ლიმუზინი. მართალია ქალაქის ცენტრში (კოსტავას 37, პირველი შესახვევი) ლიმუზინით გადაადგილება პიკის საათებში შეიძლება დიდებისთვის ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ პატარებისთვის "გრძელი" გზა საოცარ, პრინცულ და პრინცესულ თავდადასავლებთანაა ასოცირებული.
"ქალაქის ცენტრია, მოძრაობა გადატვირთულია, ამიტომ ლიმუზინის მძღოლი ადრე იჭერს თადრიგს, დაგვიანების შემთხვევები იშვითად გვაქვს. თუმცა მხიარული კურიოზების ნაკლებობას არ ვუჩივით",- აცხადებს კლუბის მენეჯერი ლაშა შილაკაძე.
დაბადების დღის პროგრამა ორ საათიანია. კლუბს ყავს ანიმატორები, წამყვანები. აქვს ცალკე კეთილმოწყობილი, თანამედროვე ხმის აპარატურით აღჭურვილი, გასართობი კარაოკე დარბაზი, სადაც იუბილარის ყველა სტუმარი პერსონიფიცირებულია, და მათი სახელები და გვარები წამყვანებისთვის წინასწარაა ცნობილი. "რა თქმა უნდა მეტი აქცენტი იუბილარზე კეთდება, მაგრამ პრიორიტეტულია თითეული სტუმარი. ამიტომაც ხდება მათი პერსონიფიცირება", - ამბობს მენჯერი. სპეციალური გასართობი პროგრამა გაჯერებულია შოუს ელემენტებით, სახალისო ნომრებით. ხდება იუბილარისთვის ვარკვლავის გახსნა.
კლუბს აქვს საკუთარი სამზარეულო, მრავალფეროვანი სადღესასწაულო მენიუ ადგილზე მზადდება. მუშაობს ბარი უფროსებისთვის. დიდებიც და პატარებიც პარალელურ რეჟიმში ერთობიან.
რამდენს ვიხდით ზღაპრულ გართობაში?
ფასები ხელმისაწვდომია, "DELTA" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხავა ფასდაკლებების საიტებთან. კუპონების შეძენის შემთხვევაში იუბილეზე ერთი სტუმრის დაპატიჟება იუბილარის მშობელს 20 ლარი დაუჯდება.
რაც შეეხება კლუბის ყოველდღიურ ვიზიტორებს "laser tag"-ით "განმუხტვის" მოყვარულებს, მათ უნდა შეკრიბონ სულ მცირე ექვს კაციანი რაზმი და "ომის" საათების დასაჯავშნად უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 558 155 150. ვირტუალური ომის ადრენალინის შესაგრძნობად სულ რაღაც 10 ლარის გადახდაა საჭირო. ხოლო ფილმებში "მონაწილეობის" მიღება სულ რაღაც 7 ლარადაა შესაძლებელი. თუმცა სხავადასხვა საიტებზე კუპონების შეძენის შემთხვევაში, ფასები აქაც თითქმის ნახევდრება. 600 კვადრატულ მეტრზე გაშლილი რამდენიმე დარბაზი ის ადგილია სადაც რეალურად "გავიმუხტებით" და პირიქითაც....
R