ინფორმაცია ყველასთვის, ვისაც "ფეისბუქი" აქვს იცოდით, თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ? ამის შესახებ, საკუთარ ბლოგზე მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი ვიკი ბოიკისი წერს.
Facebook-ი ყველა გამოუქვეყნებელ პოსტს ინახავს
აღმოჩნდა, რომ სოც. ქსელი ინახავს ყველაფერს, რასაც გამოქვეყნების ველში წერთ. შესაბამისად ისეთ მონაცემებს ინახავს, როგორებიცაა გამოუქვეყნებელი სევდიანი ან ბრაზით დაწერილი პოსტები.
Facebook-მა იცის ყველაფერი, რაც მოგწონს
ის ინახავს ყველა ინფორმაციას, რომლებიც ოდესმე გამოგიქვეყნებია. პოსტები, ღონისძიებები, რომლითაც უბრალოდ დაინტერესდი, ფოტოები, ვიდეო, პირადი შეტყობინებები, წაშლილ, თუ დამატებულ მეგობრებს. ყველა მოწყობილობის IP-მისამართს, რომლითაც Facebook-ით ისარგებლე.
ასევე იხილეთ: "დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია!" - ყველა დედის საკითხავი ამბავი
Facebook-ს ყველა წაშლილი პოსტი ახსოვს
ნებისმიერი რამ, რასაც წაშლით, Facebook-ის პირად ფირზე მაინც რჩება. Facebook-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ისიც თქვა, რომ თუ პიროვნება პირადი გვერდის წაშლას მოისურვებს, ის სერვერში მაინც რჩება.
Facebook-მა ყველა მისი მომხმარებლის სახე იცის განაგრძეთ კითხვაასევე იხილეთ: ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილების ფოტოებს ავრცელებთ ინტერნეტით!