"შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა თავიდანვე არ ვუთხარი, რომ ნაშვილები მყავდა" "ჩემი შვილი ძალიან გულღია და ყველას მიმდობია, მეშინია, რომ დამოუკიდებლობის ძებნაში ვიღაც ისეთს გადაეყარა, რომელმაც რაღაც ცუდი გაუკეთა, არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი - როგორი საქმეა, შვილი ასეთ დღეში გეგულებოდეს? როგორ უნდა იცოცხლო ადამიანმა?"
ქუთაისელი გელა გოლეთიანისა და ნანული მეგრელის 15 წლის ქალიშვილი, მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს შვილის მოძებნაში დასახმარებლად, თუმცა, ამაოდ. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი გოგონას დედ-მამა საზოგადოებისაგან ელის დახმარებას, - შესაძლოა, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მათი გოგონას მხილველები გამოჩნდნენ და ამას გოგონას გამოჩენაც მოჰყვეს.
ოჯახური ტრაგედიის შესახებ, მარი გოლეთიანის სასოწარკვეთილი დედა, ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს.
ნანული მეგრელი:
- ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადო შვილის საპოვნელად... ერთადრთი შვილი ისე გავზარდეთ, რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ, ემოციური ბავშვი იყო, პატარას ღამე ოთახში მარტოს შესვლისაც კი ეშინოდა, ამიტომ ერთი ღამეც კი არ დავრჩენილვარ ნათესავებთან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს შვილთან გამოვრბოდი. განაგრძეთ კითხვა