ბრიტანული განათლებისა და დიპლომის მიღება უკვე საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი საუნივერსიტეტო და გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები და გადამზადების კურსები ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან - ბრიტანული განათლებისა და დიპლომის მიღება უკვე საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი.
"ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე" პირველად საქართველოში "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ორ საერთაშორისო ბრიტანულ პროგრამას ბაკალავრიატში, კერძოდ ბიზნესის ადმინისტირებას ფინანსებში და ბიზნესის ადმინისტრირებას მენეჯმენტში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი ბრიტანეთის ორ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტთან - "ოქსფორდ ბრუკსის" და "Staffordshire" უნივერსიტეტთან. აღნიშნულ უნივერსიტეტბთან პროგრამები ხორციელდება ბრიტანეთის ნაციონალური აღიარების საინფორმაციო ცენტრის (UK NARIC - UK National Recognition Information Centre) მიერ გაცემული ნებართვით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქვეყნიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დამატებით ხარჯის გაღების გარეშე, მიიღონ ბრიტანული განათლება და ბრიტანული დიპლომი. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულები ერთი პროგრამის ფარგლებში, ბრიტანული დიპლომის გრადა, ასევე მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულ დიპლომსაც.
"ოქსფორდ ბრუქსის" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტები "ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში" ახორციელებენ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას ფინანსებში, ხოლო "Staffordshire" უნივერსიტეტთან მოქმედებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მენეჯმენტში, ორივე პროგრამის ღირებულება 6950 ლარია.
"ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცის" მიზანია ხარისხიანი ბრიტანული განათლება ხელმისაწვდომი გახადოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთის, არამედ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
R