რა დაავადებებს კურნავს ღვინო ბავშვებში რამდენად სასარგებლოა ღვინო ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელი დაავადებების დროს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? ამ და სხვა კითხვებით ექიმ ფიტოთერაპევტ დავით ვაშაძეს მივმართეთ:
- ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიციდული და ანტიალერგიული მოქმედება. აქედან გამომდინარე, ღვინო, თუ ზომიერად გამოვიყენებთ, სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის. საგანგებოდ გამოვყოფდი ყურძნის ღვინის თვისებას - გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
დადგენილია, რომ კუჭში მოხვედრილი სისხლის თეთრი სხეულები ღვინის თანაარსებობის შემთხვევაში ტოქსიკურ (ვირუსულ) ბარიერს უფრო იოლად ლახავენ. თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ ასევე ღვინის ბაქტერიოლოგიურ და ანტივირუსულ მოქმედებას A ჰეპატიტისა და გრიპის ხუთი ცნობილი ვირუსის მიმართ. წითელი ღვინო მარგებელია ანგინის, ხოლო მშრალი შამპანური - რევმატიზმის დროს. ეს დასკვნა ფრანგ მედიკოსებს ეკუთვნით. გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ იმავე ოდენობის (1:1) წითელ ღვინოს დავუმატებთ. წითელი ღვინის შემადგენლობაში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ღვინოს ითხოვს?
- ეს კატეგორიული წინააღმდეგობის საფუძველი არ არის. შეგიძლიათ, მისცეთ ცოტაოდენი წყალგარეული ღვინო გაგრძელება