ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ - ეს გოგო მულთან ერთად ცეკვავს პალატაში, მშობიარობამდე რამდენიმე წუთით ადრე (+ვიდეო) ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ცეკვავ ამერიკელი ემბერ ბუში სამშობიაროს პალატაში, თავისი ქალიშვილის ამქვეყნად მოვლენამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, უკვე 11 მილიონზე მეტა ადამიანმა ნახა სოციალურ ქსელში. ეს ემბერის პირველი მშობიარობა იყო. მშობიარობის ვადებმა, ექიმების და ემბერის გამოთვლებით, ერთი კვირით დააგვიანა და თავად პროცესიც, ემბერის თქმით, ნელა მიმდინარეობდა. მოულოდნელად, უკვე წყლებდაღვრილმა და სამ თითზე გახსნილმა ემბერმა გადაწყვიტა, ბავშვის დაბადება ცეკვის მეშვეობით დაეჩქარებინა. პალატაში მიიწვია თავისი მული და ცეკვა დაიწყეს.
ვიდეოს გადაღებიდან სულ მალე ემბერმა მშვიდობიანად იმშობიარა და ვიდეოც სოციალურ ქსელში გააზიარეს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ პოპულარობას გამოიწვევდა. განსაკუთრებით კი ქალები აღფრთოვანდებოდნენ ემბერის სიმამაცით და მოქნილობით.