პატრიარქი პავლე ყოველდღე ავტობუსით მგზავრობს... მუსიკოსისა და დირიჟორის, მაესტრო გელა ფარჩუკიძის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ:
"ეს ადამიანი გახლავთ სერბეთის პატრიარქი - უნეტარესი პავლე... როგორც ხედავთ, იგი ისევე გადაადგილდება ავტობუსით - როგორც სხვა, ჩვეულებრივი მოქალაქეები... მისი თავმდაბლობისა და სიყვარულის დასტურად კი მისივე სიტყვებიც კმარა: - ”არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულობით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და ამ მანქანით მათვე გაწუწავთ”. ”ვიდრე კოსოვოს ყველა სერბულ ოჯახში არ იქნება მანქანა, არც ჩვენ გვეყოლება".
----------------------------------------------
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი და ერის ჯვარის მტვირთველი - დიდი მეუფე - მამაი ჩვენი ილია... ის მანქანით კი არა - სულაც ხელით და ხელის გულზე უნდა ატაროს ერმა....
აი მრავალს კი (ფუფუნების მოყვარულ შემოსილებს) დიაღაც რომ არ აწყენდა ამ სურათის ნახვა და საერთოდ - ამაზე დაფიქრება..."