ნათლობის ამსახველი ფოტოები
გასულ წელს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დისშვილი ნინი ძაძამია "ბინა 18"-ის წამყვან ფაქო, იმავე ლევან გოგორელიანზე დაქორწინა. წყვილმა ქორწილი რაჭაში, მეგობრების წრეში გადაიხადა...
წელს 31 იანვარს ნინის და ფაქოს შვილი - ანასტასია შეეძინათ. სწორედ ამ გოგონას დაბადებას მიუძღვნა სტატუსი ინგა გრიგოლიამ, როდესაც წერდა, რომ ბებია გახდა.
დღეს კი, დაბადებიდან 40- ე დღეს, ანასტასია გააქრისტიანე. როგორც ხდება, ნათლიები ამ შემთხვევაშიც მშობლების მეგობრები არიან - მათ შორის "ბინა 18 "- ის მეორე წამყვანი თემო მჟავია და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი.
ნათლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას შვილმა, მარიამ გრიგოლიამ გამოაქვეყნა.
თეკლა ჟვანია