წლების წინ ნანუკა 113 კილოგრამი ყოფილა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი გმირი დოჩი ალიშბაია, ბევრმა შეიყვარა და ბევრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ნანუკა 113 კილოგრამი ყოფილა. და იმის გამო რომ ყველანაირი დიატის დაცვა უჭირდა, თავისი დიეტა გამოიგონა.
როგორც ნანუკა გულუა ამბობს, წლების წინ ის 113 კგ-ს იწონიდა. რამდენჯერმე სცადა სხვადასხვა დიეტის დაცვა, თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ კი მისი დიეტა გამოიგონა და 50 კილო დაიკლო.
"სიტყვები: ვიღებთ 100 გრამ ხაჭოს და 200 გრამ ქათმის ფილეს, მე არ შემიძლია. ვისტრესები. რაღაც რომ მინდა და ვერ ვჭამ, ვგიჟდები. ამიტომ, გამოვიგონე ჩემი დიეტა. გავხდი კუპატით, ელარჯით, ხაჭაპურით და ნამცხვრით.
"ახლა აგისნით დღის რეჟიმს: 12 საათიდან 3 საათამდე ვჭამდი იმას, რაც წინა ღამით დამესიზმრებოდა და 3 საათის მერე ყავასაც კი არ ვსვამდი, მეორე დღის 12 საათამდე. ვიყავი მხოლოდ წყალზე. 6 წელი პირნათლად (ქორწილში, დაბადების დღეებზე, წვეულებებზე) დავიცავი დიეტა. 4-ის ერთ წუთზე ლუკმას ვაბრუნებდი პირიდან, რადგან საშინელი ფიცი მქონდა დადებული, რომ მახსენდებოდა…
ჯერ ერთი წლით ვიფიცებდი და ყოველი წლის დასაწყისში ვაახლებდი (იცინის). ასე დავიკელი 50 კილოგრამი. სამი წლის მერე ორგანიზმი მიეჩვია ამ დიეტას და ვეღარ ვიკლებდი. მერე უკვე იმ სამ საათშიც ტკბილეული, შაქარი და ცომი ამოვიღე რაციონიდან. ძალიან ცუდად გავხდი, ენერგია აღარ მქონდა...ტკბილეულს დღესაც არ გეახლებით. ცხიმიანი საჭმელები, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები და ცომეული აღარ არის ჩემთვის… დანარჩენს გეახლებით ზომიერად ყველაფერს. დღესასწაულებზეც აღარ ვამბობ უარს," - ჰყვება ნანუკა გულუა ინტერვიუში.