იოლი გამასავალი და გემრიელი დესერტის ორი ვარიანტი იმისათვის, რომ სტუმარს გემრიელი დესერტით გაუმასპინძლდეთ, სულაც არ არის აუცილებელი მთელი დღე სამზარეულოში გაატაროთ. ჩვენს მიერ შემოთავაზებული უგემრიელესი ტორტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ არაჯანი, ხილი და თქვენი საყვარელი ორცხობილა. ყველაფერი კეთდება ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივად და რაც მთავარია, შედეგი გასაოცარია.
მაშ ასე, გთავაზობთ ბანანის ტორტის საუცხოო რეცეპტს
თქვენ დაგჭირდებათ:
500 გრამი არაჟანი
500 გრ უმარილო კრეკერი
250 გრ შაქარი
4 ცალი მოზრდილი ბანანი
100 გრ შოკოლადი
მომზადება:
1. კარგად ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, ერთგვარი მასის მიღებამდე, თხლად დაჭერით ბანანი
2. დაალაგეთ თეფშზე ფენად კრეკერები, გადაუსვით არაჟნის კრემი და დაალაგეთ ზემოდან ბანანის ნაჭრები
3. ასე გააკეთეთ რამდენიმე ფენა
4. დაფშვენით კრეკერი, გადაურიეთ გახეხილი შოკოლადი და მოაყარეთ ბოლო ფენას.
5. შედეთ ტორტი მაცავირში 2-3 საათით.
6. სუფრაზე მიტანამდე დაჭერით.
ტორტი მაშა
შემადგენლობა:
300 გრ ორცხობილა
300 გრ შაქარი
300 გრ რძე
300 გრ ნაღების კარაქი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი სახამებელი
2 ჭიქა ნიგოზი
ვანილი
მომზადება:
1. ნახევარ ჭიქა თბილ რძეში გახსენით ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. დარჩენილი რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და დაასხით გამზადებულ მასას. ხარშეთ ნელ ცეცხლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. კარაქი, საქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილიანი მასა და ვანილი.
3. დააქუცმაცეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში ორცხობილა და ნგოზი. შეურიეთ გამზადებულ ცომს და კარგად აურიეთ.
4. აიღეთ მოზრდილი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ნაზად დაადეთ მიღებული მასა. დანით მოუსწორეთ ზედაპირი და რამდენიმე საათით მოათავსეთ მაცივარში.
5. როდესაც კარგად გაცივდება და გამაგრდება ნაზად გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე.
6. ზემოდან შეგიძლიათ გაალამაზოთ ნიგვზითა და დაფშვნილი ორცხობილით.