სანამ წვრილმანებში გავერკვიე, ჩემმა ქმარშვილმა უცებ აუღო ალღო ამ ფერად სასწაულს არაერთი გამომცემელი დაადასტურებს, რომ გაფერადება ნებისმიერი გემოვნებისა და განვითარების ბავშვისთვის სასურველი თამაშია, შესაბამისად, პოპულარულია გასაფერადებელი კრებულებიც.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს შვილებს ნებისმიერი გასართობი სწრაფად ბეზრდებათ და იძულებულს გვხდიან, მუდმივად სიახლის ძიებაში ვიყოთ. ილუსტრირებული წიგნები ხომ გადავაბულბულეთ, ფაზლებიანი წიგნებიც ვცადეთ, ხმოვანი და 3D გამოცემებიც "გავიარეთ" და წიგნების სფეროში თუ კიდევ რამე "გაგვაოცებდა", მართლა ვერ წარმოვიდგენდი. თურმე სათანადოდ ვერ ვაფასებდი ჩვენი გამომცემლლების ნიჭსა და კრეატიულობას. ამას მაშინ მივხვდი, როცა მაღაზიაში 4D გასაფერადებლები აღმოვაჩინე - საკმაოდ დიდი, პრიალაყდიანი და თვალისმომჭრელი ჟურნალები. მართალი გითხრათ, პირველ რიგში იმიტომ ვიყიდე, რომ მაინტერესებდა,ფურცელზე როგორ ჩანდა 4D ნახატი და რას ნიშნავდა, წარწერა, რომელიც მარწმუნებდა, რომ ჩვენი გაფერადებული ნახატი გაცოცხლდებოდა და ამოძრავდებოდა. ფასიც არ აღმოჩნდა "შემაშფოთებელი", სულ 6 ლარი ღირდა... ასე რომ, საღამოს სახლში ხელდამშვებული დავბრუნდი...
4D გასაფერადებელი სინამდვილეში გასაფერადებლისა და მობილური აპლიკაციის ერთობლიობა აღმოჩნდა. ანუ გასაფერადებელს სპეციალური აპლიკაციისთვის განკუთვნილი კოდი მოჰყვება, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია, საკუთარი გაფერადებული ფიგურა მობილურში გადაიტანო, გააცოცხლო და აამოძრავო.
სანამ წვრილმანებში გავერკვიე, ჩემმა ქმარშვილმა უცებ აუღო ალღო ამ ფერად სასწაულს და ცოტა ხანში გაფერადებული ფიგურებით კიდეც "იგონკავეს" და ნაპერწკლებიც გააყრევინეს რომელიღაც ჯადოქარს.
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი... შვილების გართობა-გახალისება ხომ იაფი არ ჯდება და ხშირად ფანტაზიაც აღარ გვყოფნის ამისთვის. ესენი კი მართლა ახალი გასართობებია, ძვირი არ არის და მალეც არ მობეზრდებათ.
როგორც გავიკითხე, ჯერ-ჯერობით 2 კრებულია გამოსული, მანქანები და ჯადოსნური სამყარო. ყველგან იყიდება და საშოვნელად ძებნა ნამდვილად არ მოგიწევთ.
გამოყენების ინსტრუქცია ზედ აწერია, მაგრამ არ დავიზარებ და ბარემ ამასაც გაგაცნობთ:
1. გააფერადეთ ნახატი
2. ჩამოტვირთეთ უფასოდ აპლიკაცია Devar kids სმარტფონში ან ტაბში
3. აპლიკაციაში აირჩიეთ პიქტოგრამა „ჯადოსნური სამყარო"
4. შეიყვანეთ კოდი, რომელიც გასაფერადებელშია მოცემული
5. დაანათეთ ტელეფონი ან ტაბი გაფერადებულ ნახატზე და დაელოდეთ მწვანე შუქის ანთებას
6. მალე ფიგურა გაცოცხლდება!
თუ მსგავსი საინტერესო და ხელმისაწვდომი იოლი გასართობები გეგულებათ, შემოგვთავაზეთ. დედებს ხშირად გვაქვს ერთნაირი ინტერესები.