ნინი წიკლაური, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამშობიაროდან მხოლოდ ახლა გაწერეს როგორც ცნობილია, ნინი წიკლაურმა 24 მარტს იმშობიარა და პატარა საბა გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ნინის და მის ვაჟს მშობიარობის შემდეგ საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდათ და მისი ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, რომ მათ ეს სირთულე ექიმების დახმარებით გადალახეს და ახლა უკვე სახლში არიან:
"უფლის წყალობით, რამდენიმე კვირის შემდეგ მე და საბა სახლში ვარ... მდლობა ჩემს ერთგულ და მსოფლიოში საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გვერდში მედგნენ ყველანაირი გაგებით, მადლობა ჩემს საუკეთესო ქართველ ექიმს, ნინო ქანთარიას და ამერიკელ ექიმთა უზარმაზარ გუნდს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი და საბას სიცოცხლისათვის... მადლობა ყველას მოლოცვისთვის და მომიტევეთ გვიანი გამოხმაურება... პ.ს. ჩვენ დღეს სახლში ყოფნის პირველი დღე გვაქვს..."
"გამოვძვერით მე ცალკე და ეს ცალკე... დღეს მივხვდი, რომ ჰაერს გემო აქვს და ძალიან გემრიელია. თურმე ეს კვირები საერთოდ არ ვსუნთქავდი... ახლა ვისუნთქე პირველად..."
ნინის და მის ვაჟს ვულოცავთ გამოჯანმრთელებას და ბედნიერ დედა-შვილობას ვუსურვებთ.
წაიკითხეთ ასევე: "უძლური ვარ, როცა ვდგავარ და გიყურებ, როგორ სუნთქავ" - ახალბედა დედა ნინი წიკლაური