დროები და კვერცხის მოხარშვის დონე - მაგრად მოხარშული, თოხლო... ბევრს უჩნდება შეკითხვა, რამდენ წუთს უნდა ხარშოს კვერცხი, რომ მაგრად მოხარშული იყოს. ექიმები გვირჩევენ, მაგრად მოხარშული მივირთვათ - ასე ნაკლებია რისკი, რომ კვერცხი გვავნებს. თუმცა ხანდახან გვინდა, თოხლოდ მოვამზადოთ, ან ცოტა ხანს ვადუღებთ და გვგონია, რომ მოიხარშა. არადა, არ ჰყოფნის და თითქმის თოხლო გვხვდება.
ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით მოყვარულ მზარეულთა კლუბებში პოპულარობით სარგებლობს ეს ცხრილი, რომელშიც ზუსტად არის მითითებული კვერცხის მოხარშვის დრო და დონე.
და კიდევ ერთი რჩევა - კვერცხის ნაჭუჭი რომ არ გასკდეს ხარშვისას, მაცივრიდან რამდენიმე წუთით ადრე გამოიღეთ და წყალში, რომელშიც ხარშავთ, ცოტა მარილიც დაუმატეთ.