კახა ბენდუქიძის ქალიშვილის ემოციური პოსტი როგორც ცნობილია, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა სასამართლომ ჯერ კიდევ გასულ წელს ოფიციალურად სცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მის მემკვიდრედ. კახა ბენდუქიძის ქონება ორ ნაწილად არის გაყოფილი მის მეუღლესა და შვილს შორის.
"მემკვიდრეობის შესახებ სამართლებრივი დავა სამ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში მიმდინარეობდა. დნმ ტესტმა დაადასტურა, რომ ჩემი და კახა ბენდუქიძის გენების თანხვედრა 99,999 %-ია. ის, რომ კახა ბენდუქიძე მამაჩემია, უკვე დადგენილია. ახლა შემიძლია გადმოვიდე საქართველოში და ჩავერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, დამჭირდება, რომ გავერკვე სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ მე არ ვიქნები გადაწყვეტილებების მიმღები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ურთიერთმოლაპარაკების ნიადაგზე. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოვახერხებთ", - ამბობდა მაშინ ანასტასია, რომელიც დღეს უკვე საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს და ბოლო დეტალებს აგვარებს, რომ ბენდუქიძის გვარის ოფიციალურად ტარების უფლება მიეცეს.
დღეს ანასტასიამ ემოციურად მიულოცა მამას დაბადების დღე:
"გილოცავ, მამა. შენი დაბადების დღე არის ყველაზე მნიშნელოვანი და რთული დღე ჩემთვის.
მიყვარხარ და მომენატრე.
P.S. დღეს ვიყავი იუსტიციის სახლში, და მალე ოფიციალურად გავხდები ანასტასია ბენდუქიძე".