"სიკვდილი არ მინდა, თორემ ხალხის მოსვლას მე განახებო" გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებამ არა მარტო მის ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბატონი კახი კავსაძის გამომშვიდობა მეგობართან. ამ დიდი ტრაგედიის დროს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ სწორედ ის მომენტი გაიხსენა, რაც ერთ-ერთი მსახიობის პანაშვიდზე მოხდა:
"მისი კოლეგის დაკრძალვაზე ვუთხარი - ნახეთ, რამდენი ხალხი მოვიდა-თქო. "სიკვდილი არ მინდა, თორემ ხალხის მოსვლას მე განახებო", - მიპასუხა. გუშინ პანაშვიდზე, სრულიად უცნობი ქალბატონები რომ შემოვიდნენ ტირილით, ეს ისტორია გამახსენდა. მშვიდობით, ბატონო გივი!" - წერდა ნიკა სოციალურ ქსელში.
დღეს კი მოანტრებულმა შვილიშვილმ, ანო მაისურაძემ მიუძღვნა პაპას ამაღელვებელი პოსტი:
"გივი იმდენჯერ მყავს გამოტირებული, ბოლოს დამცინოდნენ კიდეც...
სოფიკო ჭიაურელთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან ერთად გივის ვტიროდი ხოლმე.
არ უფრთხილდებოდა ეს კაცი თავს, კახი ბაბუ ხშირად ხუმრობდა: "მე სიკვდილს ვებრძვი, ეს კიდევ - სიცოცხლესო".
გახდებოდა ცუდად, მაგრამ მერე ყოველთვის კარგად ხდებოდა. ვტიროდი, ვნერვიულობდი, თუმცა შინაგანად ყოველთვის მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდებოდა.
ბოლოსაც, როცა 7 აპრილს საავადმყოფოში მივაკითხე, შევედი თუ არა, ავტეხე ჯღავილი, პაპამ კიდევ განსაკუთრებულად მშვიდი სახით ჩაიცინა, ხელზე მაკოცა და მითხრა: "რა გატირებს, კაცოო?". მეც გავიფიქრე, რა დროს ეგ არის-მეთქი და რაღაცნაირად შევიკავე თავი, ყველა საავადმყოფოში შერცხვენილი მაქვს თავი ისედაც-მეთქი...
ბევრი ფიქრი და დარდი ჰქონდა ბოლო დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს დარდი აქ დატოვა, განუზომელი სიყვარული წაიღო და ძალიან მშვიდად და ბედნიერად დაიძინა! ისე, რომ ვერც გააცნობიერა რა ხდებოდა..."
თეკლა ჟვანია