პურს ყოველდღე ვყიდულობთ, მაგრამ სწორად ვინახავთ მას? პურს ყოველდღე ვყიდულობთ, მაგრამ სწორად ვინახავთ მას? ბევრმა არ იცის, რომ არასწორად შენახული პური შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.
თუ პურს ობის პატარა წერტილებიც კი გაუჩნდა, იგი უნდა გადააგდოთ. დიასახლისების უმეტესობა ვერ ამჩნევს პატარა წერტილებს, ან პურს ობიან ნაწილს ჩამოაჭრის და გადააგდებს, საღ ნაწილს კი ისევ სუფრაზე მიიტანს. ასეთი მოქცევა დაუშვებელია. ობი ღრმად აღწევს პურის გულში, ის უბრალოდ უხილავია ადამიანის თვალისთვის.
დაობებული პური საშიშია ჯანმრთელობისთვის. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაბინძურება, სისხლისა და სასუნთქი ორგანოების დაავადება. ობთან ბრძოლა რთული არაა. მთავარია იცოდეთ, როგორ შეინახოთ პური სწორად.
ნუ შეიძენთ ერთდროულად ბევრ პურს. მხოლოდ იმდენი იყიდეთ, რამდენიც ვახშამსა და საუზმეზე გეყოფათ. სახლში მოსვლისთანავე პური გაათავისუფლეთ პოლიეთილენის პარკისგან. გააჩერეთ 1 საათი სამზარეულოში და შემდეგ შეინახეთ საპურეში, რომ პური მიეჩვიოს ოთახის ტემპერატურას. პურის შესანახად გამოიყენეთ მომინანქრებული ჭურჭელი. საპურედ ხის ფიალა. შეიძლება დიასახლისების უმეტესობამ არ იცის, რომ საპურე კვირაში ერთხელ საპნიანი წყლით უნდა გაწმინდოს. არა აქვს მნიშვნელობა, სუფთან გამოიყურება თუ არა.
საპურეში ჩადეთ მარლის პაკეტით მდოგვი. ამგვარად, საპურეში ზედმეტ ტენიანობას აიცილებთ. მდოგვი პერიოდულად უნდა შეცვალოთ ხოლმე. არასდროს შეინახოთ გვერდიგვერდ თეთრი და შავი პური. ამგვარად თქვენი პური მალევე დაობდება. შეასრულეთ ეს მარტივი წესები, რათა სახლში მუდან ჯანსაღი პური გქონდეთ.