გაიხსენებენ იმ ბენეფიციარებსაც, რომლებიც დაგვიანებული მკურნალობის ან მძიმე დიაგნოზის გამო დაიღუპნენ კიდევ ერთი პატარა სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოება 15 მაისს საქველმოქმედო აქციაზე შეირიბება. შემოსული თანხა გადაეცემა პატარა გოგონას, ანი მეხაშიშვილის ოჯახს.
აქციის ორგანიზატორის, ფონდი ”სიკეთის კვალის” განმარტებით, პატარა ანის ოჯახი 3 წელია იბრძვის , შეაგროვონ ფული და გაუკეთონ ოპერაცია ბავშვს , მაგრამ მათი მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა.
"რამდენიმე თვის წინ ჩვენს ფონდს მოგვმართეს თხოვნით და მას მერე ვცდილობთ შევაგროვოთ ის თანხა, რომელიც მას გადარჩენისთვის სჭირდება , ხალხის და კომპანიების დახმარებით უკვე შევაგროვეთ ნახევარი თანხა და გვაკლია 50.000 ლარი . ურთულესი ოპერაცია ისრაელის კლინიკაში უნდა გაკეთდეს და 90.000 ლარზე მეტი ჯდება.მის დაავადებას გასტროშიზის ქვია , კუჭი აქვს ღია და გარეთ აქვს გამოსული ნაწლავები . რის გამოც ბავშვის მდგომარეობა ძალიან რთულია და ოპერაცია სასწაფოდ არის გასაკეთებელი .იმედს ვიტოვებთ ბევრ კეთილ ადამიანს გაუჩნდება სურვილი ამ ლამაზი გოგონას გადარჩენაშიც მიიღოთ მონაწილეობა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანონ პატარა გული რომ არ გაჩერდეს .საქველმოქმედო აქციაზე მოსულ ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა თავად გაიცნოს ანი ოჯახთან ერთად და მის სახელზე შეიძინოს ნივთი, რომელიც ქველმოქმედებისთვის გაიყიდება ,ან შესაწირ ყუთში ჩააგდოს სიმბოლური თანხა. საქველმოქმედო აქციაზე ვიწვევთ ყველა კეთილ ადამიანს , ვისაც სურვილი აქვს დაესწროს და თავისი წვლილი შეიტანონ სიცოცხლის გადარჩენაში” - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
აქცია "პატარა გული რომ არ გაჩერდეს’’ 15 მაისს 15 საათზე დაიწყება წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე , ა. მირცხულავა ქუჩის ბოლოსა სბოლოში და სანაპიროს კვეთაზე არსებულ პარკში გაიმართება.
აქციაზე გაიხსენებენ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ფონდის 3-წლიანი არსებობის განმავლობაში დაგვიანებული მკურნალობის ან მძიმე დიაგნოზის გამო დაიღუპნენ. პარკში მათ სახელზე მარადმწვანე ხეებს დარგავენ, ოჯახის წევრებთან ერთად კი სიმბოლურად მტრედებს გაუშვებენ.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისიბანკი : TBCBGE22GE34TB7319436080100002 GEL
საქართველოს ბანკი: BAGAGE22GE10BG0000000667885400 GEL
მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი
დანიშნულებაში მიუთითეთ: ანის გადასარჩენად
მადლობა ნდობისთვის და სიკეთისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ტელ : 568 27 11 55
www.facebook.com/Fund.siketis.kvali/
ივენთი იხილეთ ლინკზე https://www.facebook.com/events/513276522395510/