რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ ორთაჭალაში ორი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდა ქალმა მოხუცი დედა მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ბალერინა ანა მურადელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, ანას მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ანა მურადელს და მოხუც დედას კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.
PALITRAVIDEO-სთან საუბრისას, მურადელების ოჯახის მეზობელი მკვლელობის ღამეს იხსენებს. ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:
"ანი აყვანილი ჰყავდა ოჯახს, თუ არ ვცდები ბელორუსიდან ჩამოიყვანეს, 2-3 წლის იყო დაახლოებით. ძირითადად ზრდიდა მამა, დედა თითქმის არ იღებდა მის აღზრდაში მონაწილეობას, ხანდახან სადმე თუ წაიყვანდა ხოლმე, მამა ზრდიდა. ძალიან ნიჭიერი გოგო აღმოჩნდა. მამას დაყავდა სამხატვროში და ბალეტს ცეკვავდა, პრიმა იყო. მამა ძალიან ამაყობდა მისით, ანის ძალიან უყვარდა მამა, დედამ კი ვერ გამონახა მასთან საერთო ენა...
სანამ მამამისი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა... ერთხელ ანიმ ფეხი დაიზიანა, ოპერაცია ვერ გაუკეთეს კარგად, მერე მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ისიც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პროფესიაში დაბრუნებას. ამ დროს მამაც გარდაიცვალა, ძალიან განიცადა, სმა დაიწყო და რამდენჯერმე სასმელის გამო მკურნალობდა კიდეც. განაგრძეთ კითხვა