ეს არის პირველი ოლიმპიადა, რომელიც 100%ით არის მორგებული სასკოლო პროგრამას საქართველოში ახალი ინგლისური ენის ოლიმპიადა გამოჩნდა, ოლიმპიადა „ვაიზაქსი“ ეს არის ოლიმპიადა, რომელიც სრულად მორგებულია ინგლისურ ენასა და მის სტანდარტებს. ოლიმპიადის მთავარ მიზანს წარმოადგენს დააინტერესოს მოსწავლეები ინგლისური ენით და და მისცეს მათ საშუალება განვითარების სხვადასხვა კუთხით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ოლიმპიადა „ვაიზაქსმა“ საკმაოდ მცირე დროში მოიპოვა ხალხის ერთგულება.
ოლიმპიადა „ვაიზაქსი“ გამოირჩევა არამხოლოდ მისი უნიკალური მიდგომით მონაწილეებისადმი, არამედ მისი შემეცნებითი და ინტერაქტიული ტესტებით. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ოლიმპიადის დამფუძნებელი ავთანდილ ძაგანია გაგვესაუბრება.
- რატომ ინგლისური ენის ოლიმპიადა?
- მე და ჩემ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა სურვილი შეგვექმნა საზოგადოებისთვის კონკურსი, რომელიც იქნებოდა მორგებული მონაწილეების ინტერესებს, ოლიმპიადა სადაც მონაწილეები შეძლებდნენ შეემოწმებინათ მათი ცოდნის დონე და განევითარებინათ ის.მე და ჩემი გუნდი რამოდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში და ოლიმპიადებში, რადგანროდესაც შენ მუშაობ ბავშვებთან შენ გეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა და აუცილებლად უნდა იყო მაქსიმალურად მომზადებული, მოწესრიგებული და ორგანიზებული. და საბოლოოდ 2017 წელს ოლიმპიადა „ვაიზაქსის“ სახით ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში ინგლისური ენის ოლიმპიადა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებს შორის ინგლისური ენის ცოდნისა და სიყვარულის გაღრმავებას.
- რას გულისხმობთ „სრულიად მორგებულია მონაწილეების ინტერესებსზე“
- პირველრიგში ავღნიშნავ, რომ „ვაიზაქსი“ ეს არის პირველი ოლიმპიადა, რომელიც 100%ით არის მორგებული სასკოლო პროგრამას, ვაიზაქსში მონაწილეობით მოსწავლეები შეამოწმებენ განვლილ მასალას, ჩვენ თითოეულ მონაწილეს მივანიშნებთ, თუ რა საკითხის ათვისება გაუჭირდათ მათ და რა საკითხებში ჭირდებათ უკეთ მომზადება, ოლიმპიადაში მონაწილეობა მათ მისცემს საშუალებას უკეთ ისწავლონ ენა და გაამახვილონ ყურადღება შეცდომებზე, რადგან მომავალში უკეთ ჩაუღრმავდნენ კონკრეტულ საკითხს.
ამავდროულად ოლიმპიადა მაქსიმალურად ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეთა და მათი მშობლების სურვილებს. ოლიმპიადამ სწორედ მონაწილეების თხოვნით გადასწია ოლიმპიადის ჩატარების თარიღი, რაც მოგეხსენებათ უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, აგრეთვე თითოეულ მონაწილესთან შეთანხმებით დადგინდა ზუსტი დრო თუ რომელ საათზე ჩატარდებოდა ოლიმპიადა 28 მაისს.
- რით განსხვავდება ოლიმპიადა „ვაიზაქსი“ სხვა გამოცდილი ოლიმპიადებისგან?
- ოლიმპიადა „ვაიზაქსი“ ეს არის ახალი სიტყვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სკოლის მოსწავლეებს სჭირდებოდათ ახალი, შემეცნებითი, ინტელექტუალური და რაც მთავარია საგანმანათლებლო ინგლისური ენის ოლიმპიადა. ოლიმპიადა „ვაიზაქსი“ ასევე გამოირჩევა მისი უნიკალური ტესტებით, რომელიც დატვირთულია სრულიად ახალი, მრავალმხრივი და განსხვავებული სავარჯიშოებით „ვაიზაქსის“ ტესტებში ასევე შევხვდებით ილუსტრირებულ სავარჯიშოებს, რომლებიც ხელსშეუწყობს მოსწავლეებს ვიზუალურად აღიქვან სავარჯიშების შინაარსი. მიუხედავად ამ სიახლისა ტესტები 100% მორგებულია სასწავლო პროგრამას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის განსხვავებულობას. მაგრამ ამავდროულად, რაც მთავარია „ვაიზაქსი“ არ არის მხოლოდ ოლიმპიადა, ის მის მონაწილეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს უამრავ სოციალურ აქტივობებში მაგალითად როგორიცაა დედამიწის დღის აღნიშვნა, ჩაერთონ აქციაში #იარენელა და და სხვა უამრავ პროექტში.
- რას აძლევს ოლიმპიადა "ვაიზაქსში" მონაწილეობა თქვენს კონკურსანტებს?
ჩვენ ვცდილობთ ავუმაღლოთ ინტერესი ინგლისური ენის მიმართ. დადავეხმაროთ მოსწავლეებს, გადალახონ ყველანაირი სირთულე, რაცგამოცდებთანააასოცირებული, მოგეხსენებათ დაძაბულობა და ნერვიულობა ეს მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ოლიმპიად ადაამახსოვრდეთ არა მხოლოდ ინგლისური სგამოცდად, არამედ ინტერაქტიულ, სახალისო და დასამახსოვრებელ დღეებად, რომლებიც სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით იქნება დატვირთული. ჩვენთვის პრიორიტეტულია გავწიოთ შრომა, რომელიც აუცილებლად აისახება მოსწავლეების სტიმულზე. ოლიმპიადა ხელს შეუწყობს მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წარმატებისკენ.ოლიმპიადა "ვაიზაქსი" გისურვებთ წარმატებას!
ოლიმპიადა "ვაიზაქსი" ცდილობს დანერგოს ახალი სტანდარტები საოლიმპიადო სივრცეში. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების თხოვნით გრძელდება 26მაისამდე, ხოლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 28 მაისს 12:00სთ-სა და 13:00სთ-ზე.ოლიმპადის პრეტესტი, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.wisax.ge