ეს რჩევები ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება ეს რჩევები ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება.
თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, დოლბანდში ცოტაოდენი ფქვილი ან ბრინჯი ჩაყარეთ, გამონასკვეთ და ტომსიკა წვნიანში ჩაუშვით. ფქვილი და ბრინჯი ზედმეტ მარილს შეიწოვენ.
ნამცხვარი რომ არ მიგეწვათ, ცხობის წინ ლანგარზე ცოტა მარილი მოაყარეთ.
ფქვილი რომ არ დაკურკუშელავდეს, მანამდე ოდნავ დამარილებულ წყალში გახსენით.
ყველი რომ არ გახმეს, მარილწყალში დასველებული სველი ტილო შემოახვიეთ.
თუ დამუშავებისას თევზი ხელიდან გისხლტებათ, თითები მარილში ამოავლეთ.
მარილი არ დანესტიანდება, თუ მასში ბრინჯის რამდენიმე მარცვალს ჩააგდებთ.
გახსნილი მინერალური წყალი გაზს უკეთ შეინარჩუნებს, თუ თავდახურულ მდგომარეობაში ბოთლს თავდაყირა შეინახავათ.
ტოლმამ რომ არ მიიწვას, ქვაბის ფსკერზე სხვა, უფრო პატარა ქვაბის თავსახური დადეთ (სახელური ზევით მოუქციეთ), ზემოდან კომბოსტოს ფოთოლი დააფინეთ და შემდეგ დააწყვეთ მომზადებული კომბოსტოში გახვეული ხორცი.
ყველის გახეხვას თუ აპირებთ, სახეხი ჯერ ზეთით გაპოხეთ. ყველის ნამცეცები აღარ გაიგლისება და სახეხსაც ადვილად გარეცხავთ.
თევზის ქერცლის ასაფხეკად დანაზე მეტად სახეხი გამოგადგებათ. ფხეკისას თევზი სჯობს წყალში იყოს, რათა ქერცლები აქეთ-იქით არ მიეშხეფოს.
თევზი რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, ხარშვისას დროდადრო ცივი წყალი დაამატეთ.
მომზადებული ხორცი ბევრად რბილი იქნება, თუ მანამდე ძმარში დაალბობთ.
ხორცი რომ ლამაზად შეიბრაწოს, უმი ნაჭრები კარგად უნდა გაპოხოთ მცენარეული ზეთით.
რძე არ "ჩავა", თუ ქვაბის ნაპირებს წინასწარ ზეთს წაუსვამთ.
რძე რომ მალე ადუღდეს, შიგნით ცოტაოდენი შაქარი ჩაყარეთ.