ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული შეფერხებისათვის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საზაფხულო ბაღებში რეგიტრაციის თარიღად 19 ივნისი გამოაცხადა. აღსაზრდელთა რეგისტრაცია 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას:
"თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათით გადაიდო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია 13:00 საათის ნაცვლად დაიწყება 15:00 საათზე.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული შეფერხებისათვის.
თბილისს 3-დან 31 ივლისამდე 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი მოემსახურება."
ციცი ომანიძე