"სულაც არ ვარ ვალდებული, ისე გავზარდო ჩემი შვილი, როგორც თქვენ გგონიათ სწორი" - გაბრაზებული ტელეწამყვანის მიმართვა ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა, რომელიც ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილზეა გათხოვილი და 5 წლის ვაჟ სოლომონს მასთან ერთად ზრდის, კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. ანფისა იტალიაშია ოჯახთან ერთად და ხშირად დებს სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეო საკმაოდ სახალისო იყო - ბავშვი მაკარონს მიირთმევდა გულიანად და თან მულტფილმს უყურებდა... მოულოდნელად, ვიდეოს ბევრი კრიტიკა მოჰყვა:
"რა საჭიროა ასეთი ვიდეოს დადება, სადაც ბავშვი ხელებით მიირთმევს და პირგამოტენილი ლაპარაკობს?", "ხელით ჭამს და მერე თმას კიდებს...", "ბავშვი ჭამის დროს ყოველთვის უყურებს მულტფილმებს - ეს სავსებით უსარგებლოა", "იქნებ დანა-ჩანგლის გამოყენება გეცადათ?" - ასეთი სახის კრიტიკა ბლომად იყო. სხვები იცავდნენ ანფისას: "რას დაესიეთ... ზოგი ბავშვი ცუდად ჭამს და ასეთი მეთოდებით ცდილობენ დედები მათ "მოტყუებას". ამაში არაფერია საგანგაშო", "ბავშვს მშვენიერი მადა აქვს. ჩემი ასე არ შეჭამდა", "ვგიჟდები ხელით ჭამაზე"...
ბოლოს ანფისამაც გადაწყვიტა პასუხის გაცემა და დაწერა:
"მე არ ვარ ვალდებული, თქვენი მოლოდინი გავამართლო: გავზარდო ბავშვი ისე, როგორც თქვენ გგონიათ სწორი, ვიყო ისეთი, როგორიც გსურთ დამინახოთ, გამოვიყურებოდე ისე, როგორც თქვენ მოგწონთ და ვთქვა მხოლოდ ის, რის მოსმენაც გსურთ... ამქვეყნად 7 მილიარდი ადამიანია! და ყოველი მათგანის ცხოვრება უნიკალური და მართებულია!"
მერე კი გადაწყვიტა, გაეშაყირებინა ხელმომწერები და კიდევ ერთი ვიდეო დადო, რომელზეც სოლომონი ტორტს მიირთმევს ხელებით და არც პირს იწმენდს.
ასევე იხილეთ: ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის თანამედროვე ელეგანტური ბინა