მანამდე პარლამენტარ ქალებს აკრძალული ჰქონდათ ბავშვების ტარება სხდომებზე ბოლო დროს ძუძუთი კვება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აქტიური განხილვის თემა გახდა. ავსტრალიელი სენატორის ლარისა უოტერსის შემთხვევა სენსაციურა. ეს თამამი ქალბატონი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოკვება ბავშვი. პატარა 3 თვისაა და მისთვის მნიშვნელოვანია დედის რძის მიღება. მწვანეთა პარტიის წევრმა პირდაპირ ხმის მიცემის დროს დაიწყო ბავშვის გამოკვება.
ავსტრალიის პარლამენტმა დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება ამ პრივილეგიით ესარგებლა პილიტიკოს ქალებს. მანამდე პარლამენტარ ქალებს აკრძალული ჰქონდათ ბავშვების ტარება სხდომებზე.
2015 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ ოდვაერმა შესთავაზა დედებს გამოეწველათ რძე, რათა ქალებს შეძლებოდათ ყველა ფუნქციის შესრულება შესვენებების გარეშე და ხშირად არ გასულიყვნენ დარბაზიდან ამის გამო.
აი რა დაწერა უოტერსმა ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქში: “ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მშობელი პარლამენტში და მაქსიმალურად კომფორტული მეტი სამუშაო ადგილი".
შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ხდებოდა სამშაბათს ავსტრალიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმის მიცემის პროცედურაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უგზავნიან საზოგადოებას, ძუძუთი კვების თემა კი ისევ რჩება დელიკატურ და წინააღმდეგობრივ თემად. თქვენ როგორ თვლით: აქვთ თუ არა დედებს უფლება ბავშვები გამოკვებონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში?
მანამდე ევროპარლამენტში იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც იტალიელმა დეპუტატმა ლამის პარლამენტში გამოზარდა ბავშვი. იხილეთ სტატია და ფოტოები