ანფისა ჩეხოვა ჟურნალისტებს დიდად არ ანებივრებს შვილის ფოტოებით პოპულარული უკრაინელი წამყვანი და ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის მეუღლე ანფისა ჩეხოვა ჟურნალისტებს დიდად არ ანებივრებს შვილის აღზრდასთან დაკავშირებული ამბების მოყოლით და ოჯახური ფოტოებით. ამიტომ, მცირე ინფორმაციაც კი მის თაყვანისმცემლებში გულწრფელ სასიხარულო ემოციებს იწვევს.
მშობიარობის შემდეგ ტელეწამყვანმა მიმზიდველი ფორმების დაბრუნება განიზრახა. მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად ირჯებოდა; რაღაც პერიოდი ავსტრიის კლინიკაშიც გაატარა. ცდამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა ანფისა არ იბრძვის, მოდელის გარეგნობისთვის. დარწმუნებულია, რომ ქალი შეიძლება მშვენიერი იყოს მაშინაც კი, თუ ზედმეტი 50 კილო აქვს მომატებული.
სხვა ვარსკვლავური დედების მსგავსად ანფისაც სწრაფად დაუბრუნდა საყვარელ სამსახურს. დღეს კი ტელეწამყვანმა წამოზრდილი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა.
სოლომონი საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი. ის კახეთში მონათლეს და მშობლებთან ერთად საქართველოში გასული ზაფხულიც გაატარა. ერთხელ ენტეროვირუსის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და წყვილი ვაჟთან ერთად კვლავ აპირებს საქართველოში სტუმრობას.
სოლიკი (დედა ასე ეძახის) უკვე ბაღში დადის. მისთვის მშობლებმა განსაკუთრებული ბაღი შეარჩიეს - ეს ალა პუგაჩოვას დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესი სამ ენაზე მიმდინარეობს. ანფისა შვილის ნიჭიერებაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, მისი შვილი თავს ყველაფერს გაართმევს. +8 FOTO
როგორ გაუქრო შვილს სტომატოლოგის შიში ანფისა ჩეხოვამ - ტელევარსკვლავის "მასტერკლასი" მშობლებს