ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნაზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ფოთში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ფოთის ცენტრალური კლინიკური სავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ინტერპრესნიუსი