ახლა ისინი აფრთხილებენ მშობლებს, რათა უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სიმპტომს... დედა და მამა ფიქრობდნენ, რომ შებერილი მუცელი ზედმეტი ტკბილეულის შედეგი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვს იშვიათი დაავადება ჰქონდა. ახლა ისინი აფრთხილებენ მშობლებს, რათა უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სიმპტომს.
11 დღის მანძილზე აკვირდებოდნენ მშობლები 5 წლის მაკკენეზ უოტსონს. მათ შეუზღუდეს ცომეული და ტკბილეული, რადგან ეგონათ, რომ დიდი ზომის მუცელი ზედმეტი საკვების ბრალი იყო. მას შემდეგ, რაც სახეც შეუშუპდა, მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს პატარა უოტსონი. აღმოჩნდა, რომ ტკბილეული და ცომეული არაფერ შუაში იყო. მას დაუდგინდა ნეფროლოგიური სინდრომი. ეს არის თირკმლის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ირღვევა ცილოვან-ლიპიდური ცვლა და იწყება შეშუპება.
"ჩვენს ბიჭს მუცელი 9 თვის ორსულს მიუგავდა, კანი დაჭიმული ჰქონდა", - იხსენებს იხსენებს მაკკენზის დედა ანტონია უოტსონი. ნეფროლოგიური სინდრომი თირკმლებში იწვევს წვრილი სისხლძარღვების დაზიანებას, რის შედეგედაც ორგანიზმში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ცილა და იწყება შეშუპება. ბავშვებში (2-დან 6 წლამდე) ეს დაავადება 1000-იდან ერთს ემართება.
მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ სიმპტომები: მედიკამენტების დახმარებით, სისხლის გამათხელებლებით და ქიმიოთერაპიით. ამასთან პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილები. 5 წლის მაკკენეზიმ გაიარა 6 კვირიანი ქიმიოთერაპია. ის უკვე დაბრუნდა სახლში და იმყოფება მკაცრ დიეტაზე: მისთვის არ შეიძლება მარილიანი საკვები და დიდი რაოდენობით წყალი.
თუ დაავადება კონტროლს არ დაექვემდებარა, შეიძლება განმეორდეს რეციდივი. ექიმების სიტყვებით, სწორი მკურნალობით მომწიფების ასაკში შეიძლება გაქრეს ნეფროლოგიური სიმპტომები. მაკკენეზის დედა მოუწოდებს მშობლებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს შეშუპების დროს. ეს შეიძლება სერიოზული დაავადების სიგნალი აღმოჩნდეს.