პრინცმა თავის შვილებზე გულახდილად ისაუბრა 35 წლის პრინცმა უილიამმა ცოტა ხნის წინ მოინახულა Aintree University-ს ლივერპულის ჰოსპიტალი. პაციენტებთან საუბარში თავის შვილებზე - 4 წლის ჯორჯსა და 2 წლის შარლოტაზე გულახდილად ისაუბრა.
"ვფიქრობ, როდესაც ჩემი გოგონა წამოიზრდება, ბევრი პრობლემა გამიჩნდება", - ამბობს უილიამი გოგონაზე, რომელსაც, მისივე თქმით, საკმაოდ რთული და პრინციპული ხასიათი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯს სკოლაში მისვლის პირველმა დღემ კარგად ჩაიარა.
"მშობლები ტიროდნენ, ბავშვები კი მშვენიერ ხასიათზე იყვნენ. ჯორჯი ყველგან ამყარებს თავის წესებს, შარლოტაც ზუსტად ასევე იქცევა", - ამბობს უილიამი.
პრინცმა იხუმრა და თქვა, ჯორჯი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ სკოლაში სიარული ყოველდღეა აუცილებელიო. "ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, საინტერესო კვირა გვქონდა", - აღნიშნა პრინცესა დაიანას ვაჟმა.
შეგახსენებთ, რომ უილიამი და მისი მეუღლე, 35 წლის კეიტ მიდლტონი მესამე ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ მათ სექტემბრის დასაწყისში აცნობეს საზოგადოებას.