"გაოგნებული დავბრუნდი ტრავმატოლოგიურიდან" ცნობილი ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, პრობლემა მის 80 წლის დედას შეექმნა.
გაოგნებული დავბრუნდი ტრავმატოლოგიურიდან - დედაჩემმა ხელი მოიტეხა და ჩავიყვანე "ევექსის" ტრამვატოლოგიურში. აქედანვე ვიტყვი, რომ პერსონალთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს - ყურადღებით ირჯებოდნენ, როგორც შეეძლოთ. გადაუღეს რენტგენი და ორი ვარიანტი გვითხრეს - ოპერაცია ან დაფიქსირება სახვევით. ასაკის და მწვავე ჰიპერტონიის გათვალისწინებით, ოპერაციაზე უარი ვთქვით. დაუფიქსირეს და გამოგვიშვეს. ჰო, რეგისტრატურაშიც გავტარდით, როგორც წესი და რიგია. ქალბატონი საყოველთაო დაზღვევაშია, გადაუდებელი შემთხვევაა და გადახდა საჭირო არაა - თავისუფალი ხართო.
გაოგნებები ორი დღის მერე იყო - როცა გადახვევაზე მისულს მითხრეს, საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ოპერაციის შემთხვევაში მოქმედებს, ამის გარეშე კი მაშინდელი სერვისისთვის 150 ლარია გადასახდელიო. სერვისი რაში მდგომარეობდა - ნახევარსაათიანი ლოდინი სიტუაცუაში გარკვევამდე. პლუს ნახევრასაათიანი ლოდინი სიტუაციის გარკვევის მერე, რომელი ექიმი უნდა მოსულიყო; რენდგენის სურათი და ზემოთ ხსნებეული 10-წუთიანი დიალოგი, ოპერაცია თუ ფიქსაცია. ბუნებრივია, გადახდაზე უარი ვთქვი. მაშინ მენეჯერს დაელაპარაკეთო.
მენეჯერი: იცით, რახან პაციენტი ოპერაციისთვის დაიბრაკა, ეს თანხა უნდა გადაიხადოთ.
მე: უკაცრავად, ვინ დაიბრაკა?
მენეჯერი: ტერმინია ასეთი - ანუ ოპერაცია არ ჩაუტარდა.
მე: აჰა... მაინც, გირჩევთ, სხვა დროს სხვა ტერმინი შეარჩიოთ... და დაზღვევა ხომ გადაუდებელ შემთხვევას აფინანსებს? იყო თუ არა ხელის მოტეხვა გადაუდებელი შემთხვევა?
მენეჯერი: კი, იყო, მაგრამ ოპერაცია ხომ არ გაუკეთებია.
მე: მაგრამ გადაუდებელი დახმარება ხომ გაეწია? გარდა ამისა, ეს 150 ლარი რაში უნდა გადავიხადო - ტალახიან პარკინგში, ერთსაათიან ლოდინში, ანტისანიტარულ, ვიწრო მოსაცდელში და კიდევ იმაში, რომ მხოლოდ ერთი გადასახვევი ოთახი გაქვთ და ამ ხნის ქალი პატივცემულ ტრამვატოლოგთან ერთად, ოთახიდან ოთახში ვატორღიალე, ადგილის ძებნაში?
მენეჯერი: დუმს
მე: მოკლედ, თქვენთან დებატების დრო არ მაქვს -
მოამზადეთ ხარჯების სრული დოკუმენტაცია, გამომიგზავნეთ და სხვა სივრცეში ვიდავოთ.
მენეჯერი: დუმს