არ დარჩენილა ალბათ ადამიანი, ვისაც არ გაუგია პატარა ნინის ამბავი... ალბათ არ დარჩა საქართველოში ადამიანი, ვისაც არ გაუგია პატარა ნინის ამბავი, წამში შეცვლილი პატარა გოგონას ცხოვრება... 7 წლის ნინი ნოზაძე 28 აპრილს მოულოდნელად გაითიშა და კლინიკაში გადაყვანის შემდგომ დაუდგინდა ტვინის ინსულტი, რაც წარმოუდგენელია პატარა ბავშვის ცხოვრებაში. 6 თვეზე მეტი იყო ნინი კომაში, აპარატზე შეერთებული და იბრძოდა სიცოცხლისთვის. ოჯახს ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები ედგნენ გვერდში და ცდილობდნენ, ნინის გადასარჩენი თანხა შეეგროვებინათ. თუმცა გოგონას ავადმყოფობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
{{ArticleSplitCont}}
დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გოგონა გარდაიცვალა: "ნინი ნოზაძე აღარ გვყავს. ექვსი თვე იწვალა სიცოცხლისთვის პატარა ანგელოზმა.ნათელში იყავი პატარა".
ნათელში იყოს მისი სული...