გოგონა შიშველი იყო და მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონა შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ნათესავები ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე, გოგოს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებსაც ჰქონდათ.
ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გოგონა მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ მან თავი მოიკლა.
გურასპაშვილების მეზობლები იხსენებენ, რომ ოჯახში ხშირად პოლიციას იძახებდნენ. ერთი კვირის წინ ეკა ნაქევხრიშვილი ხელზე ტრავმებით ნახეს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
24 წლის გარდაცვლილის დედის მტკიცებით, შვილის გასვენებაში წასვლის უფლებას სიძის ნათესავები არ აძლევენ.
”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!"
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. იხილეთ ვიდეო