ინფორმაცია, რომელიც ყველა მშობელსა თუ დიასახლისს ოჯახის მავნებლისგან დაცვაში დაეხმარება თანდათან ყველა რწმუნდება, რომ აზიური ფაროსანა მხოლოდ მოსავლისა და ბაღ-ვენახების მტერი არ არის. მწერმა დიდი ხანია სახლებში შეაღწია და შესაბამისად, მასთან ბრძოლა სახლის პირობებშიც გვიწევს.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი საფრთხე მწვავდება - მწერი დასაძინებლად ემზადება და ამ დროს ტყისა და მიწის გარდა ბუდეებს ჩვენს სახლებშიც გაიკეთებს. სწორედ ამ დროს ხდება მწერის გამრავლება, ეს კი არ უნდა დავუშვათ და მწერი გამრავლებამდე უნდა მოიცილოთ თავიდან.
ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ შეიტანოს წვლილი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვეცდებით, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ყველა მშობელსა თუ დიასახლისს ოჯახის მავნებლისგან დაცვაში დაეხმარება.
ყველაზე მეტად მშობლები რა თქმა უნდა იმაზე ღელავენ, უქმნის თუ არა მწერი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს. ამ კითხვას ექიმებმა უკვე გასცეს პასუხი:
აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არ იკბინება. თუ ადამიანი ალერგიული არ არის, ამ შემთხევაში მასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. ფაროსანა არ გახლავთ ინფექციების გადამტანი მწერი, განსხვავებით კოღოების, ტკიპების, რწყილებისა თუ ბუზებისგან.
როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში ფაროსანას განადგურება
1. აიღეთ ნებისმიერი ფართოპირიანი ჭურჭული
2. გაავსეთ წყლით 1/3-ზე
3. ჩაასხით თხევადი საპონი
4. ააქაფეთ
5. ჭურჭელს დაანათეთ სანათი
6. დაელოდეთ 12 საათის განმავლობაში
თავადვე ნახავთ, რომ სითხე მიიზიდავს მწერს, რომელიც წყალში აღმოჩნდება.
სურსათის ეროვნულო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სახლის პირობებში ჯობია ფაროსანას მექანიკური საშუალებებით ებრძოლოთ და პესტიციდები არ გამოიყენოთ. მაგალითად, გამოსაზამთრებლად დაბუდებული მწერი ჯობია მტვერსასრუტით შეაგროვოთ და შემდეგ გაანადგუროთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი 15-01, რომელიც მზადაა თქვენს დასახმარებლად.
იხილეთ ვიდეო
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით