სპეციალისტები თვლიან, რომ ბაღის ეზოსთვის ისეთი ფერები უნდა შეირჩეს, რომელიც ბავშს დაავიწყებს ტელევიზორს, სმარტფონს...
საბავშვო ბაღის ეზოს დიზაინი ბავშვების გუნება-განწყობაზე პირდაპირ აისახება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლამაზად შეფუთული ეზო, არამხოლოდ ბაშვებს ხიბლავთ, არამედ მშობლებსაც დადებითად განაწყობს სკოლამდელი დაწესებულების მიმართ.იმისათვის, რომ ბაღის ეზოს დიზაინმა ბავშვებისა და მშობლების მოწონება დაიმსახუროს, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
როგორც ფქსიქოლოგები აღნიშნავენ,
ეზო უნდა იყოს შემოღობილი არაბასრი მასალით. სათამაშოები და აქსესუარები, რომლითაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა იყოს გლუვი და უსაფრთხო უნდა იყოს ტერიტორია, სადაც ბავშვები თავად დაამუშავებენ მიწის ნაკვეთს, დაგეგმავენ პიკნიკს და სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს. ფერები, რომელსაც ეზოს გაფორმებისას გამოვიყენებთ, არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. სასურველია, თუ დეკორაციები სახალისოსთან ერთად ინფორმაციულიც იქნება ბავშვისთვის.
კარგად გაფორმებულმა ეზომ ბავშვს ტელევიზორი და სმარტფონი უნდა დაავიწყოს.
ეზოში სხვადასახვა, განსხვავებული განყოფილებები უნდა არსებობდეს:
ქვიშის სათავსო, სასრიალო საქანელა შეიძლება იყოს ერთ ადგილას.
მათ შორის შეიძლება მოვათავსოთ კარვები და ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა სახლები. განსაკუთრებული ყურადღება ეზოს დაგეგმივას უნდა დაეთმოს იმ ნაწილის გამოყოფას, სადაც ბავშვებმა უნდა ისეირნონ. ასეთი ადგილები კი უნდა იყოს ბაღის შენობის სიახლოვეს.
ბაღის ლანდშაფტური დიზაინი ითხოვს, რომ ეზოში იყოს ჩრდილი და მოსასვენებელი ადგილი, რაც ხეების დარგვით უნდა ვუზრუნველყოთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები ეზოში თამაშობენ, შევინახოთ განცალკევებით, ამისათვის კი სპეციალური ადგილის გამოყოფაა საჭირო.
ბაღების ეზოს მოწყობისას შეიძლება გამოვიყენოთ ძველი ნივთები, აქსესუარები, სახალისო მორთულობები,. მაგ. რეზინის ჩექმები , ქოლგა , ჭურჭელი, სათამაშოები და ა.შ. აუცილებელია, რომ ბაღის ეზოში უნდა იყო სასრიალო, ქვიშის სათავსოები,საქანელა, ჰამაკი. ეზოში არ უნდა იყოს, ორმოები. ბავშვებმა თავისუფლად უნდა შეძლონ სირბილი . უნდა აღინიშნოს,რომ, თუ ეზოში ბავშვებისთვის დადგულ სახლებზე ზღაპრის გმირებისა და ანიმაციური პერსონაჟების გამოსახულებეს დავხატავთ, ამით მათ განსაკუთრებულად გავახალისებთ და გავაბედნიერებთ.
მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ ბაღის ეზოში არ უნდა დავრგოთ ისეთი მცენარეები, რომელიც ალერგიის გამომწვევია. უპრიანი იქნება, თუ ისეთი ყვავილებს და მცენარეებს დავრგავთ, რომელის მოვლასაც თვითონ ბავშვები შეძლებენ ბავშვები, რადგან მათი გონებრივი განვითარებითვის ეს წინ გადადაგმული ნაბიჯი იქნება.